NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს უნდა აუმჯობესებდეს

გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს უნდა აუმჯობესებდეს

03 ივნ 2021 ბიზნესი 457 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პანდემიის პერიოდში თითქმის ნულამდე დავიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებასაქართველოს ეკონომიკაში. თუმცა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, პოსტპანდემიური პერიოდის ტურისტული ბუმისთვის მზადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საბიუჯეტო ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ პროექტების რეალიზაცია ლოქდაუნის პერიოდშიც არ შეჩერებულა.

არახალია, რომ ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, აეროპორტების გაფართოება, მათ შორის, ქუთაისის ჰაბის შექმნა და სხვ. ასევე, ბოლო პერიოდში დაიწყო ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა რეგიონებში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების, შიდა გზების მოწესრიგება.

კომპანია „ენსისის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის გეგი ქელბაქიანის თქმით, ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონებში ტურიზმის განვითარებისთვის.

„ასევე, აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღსადგენად და დაცული ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტურქტურის განვითარებისთვის, რაც მიზიდულობის ახალ წერტილებს შექმნის“, – მიიჩნევს გეგი ქელბაქიანი.

„ინფრასტრუქტურული პროექტები  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხოვრების ხარისხის (Quality of Life) გაუმჯობესებაში. შესაბამისად, თითოეული ახალი სკოლა, ხიდი, ესტაკადა თუ სარეკრეაციო ზონის მშენებლობა გავლენას ათასობით მაცხოვრებლის ყოფაზე ახდენს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, „ენსისი“–ს მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, როგორებიცაა მზიურის პარკი, დედაენის ბაღი, დუშეთის ცენტრალური პარკი, რომლებიც მუდმივად სავსეა დამსვენებლებით და მათი განსხვავებული ცხოვრების ხარისხს, სტილს განაპირობებს. ამავე დროს, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამა თუ იმ ობიექტს, თუკი ის მანამდე არსებობდა და თავისი ისტორიის მატარებელია, არ დავუკარგოთ ავთენტურობა და ადამიანებმა სწორედ მათი საყვარელი ადგილის განახლებული სიცოცხლით მიიღონ სიამოვნება“, – აცხადებს გეგი ქელბაქიანი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ახალ პროექტებს, იქ ფუნქციონალია უმთავრესი, თუმცა სტანდარტი აქაც განმსაზღვრელია. ამის ერთ-ერთ მაგალითად, გეგი ქელბაქიანი ვაშლიჯვრის ესტაკადას ასახელებს, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა მოძრაობა.

„ე.წ. Quality of Life არის ევროპული მიდგომა. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად განვითარებული საბანკო სისტემა, ტელეკომუნიკაციები და სხვა, აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო მეტად გვქონდეს განვითარებული ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ტრანსპორტი, ველობილიკები და სხვა. „ენსისი“–ს ყველა პროექტი სწორედ ამ მიდგომას ითვალისწინებს და ორიენტირებულია მომხმარებელზე, მათი ცხოვრების ხარისხისა და სტილის გაუმჯობესებაზე. ამას უზრუნველვჰყოფთ ხარისხიანი მშენებლობითა და ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მასალების, შესაბამისი მიდგომების და გადაწყვეტების დანერგვით. სწორედ ამ მიდგომებით ვაკეთებთ პარკებს, შენობებს, ვაგებთ გზებსა და ხიდებს, ვაშენებთ გვირაბებს და ა.შ. „ენსისი“–ს რთული და კომპლექსური პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს და ხარისხი ყოველთვის მისი მთავარი ნიშანია. ეს ყველაფერი კი ჩვენი, ამ გარემოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული“, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.

კომენტარები

TOP გეგი ქელბაქიანი 2021-06-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გეგი ქელბაქიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

The Safest Online dating sites

შემდეგი სტატია

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო

მსგავსი სტატიები

თიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის Memories of Tiflis პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის Memories of Tiflis პრეზენტაცია გაიმართა

21 მაი 2018
„ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი“

„ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი“

08 ნოე 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება

თამუნა 21 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

  • მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

    მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

  • კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

    კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

  • მიხეილ სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება

    მიხეილ სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge