NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ნინო ლომჯარია: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

ნინო ლომჯარია: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

02 ივნ 2021 სამართალი 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

როგორც ომბუსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

ნინო ლომჯარის განმარტებით, საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი). ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს“,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

TOP ნინო ლომჯარია 2021-06-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო ლომჯარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვლადიმირ ზელენსკი: რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია, იტაცებს სხვა ტერიტორიებს და ემუქრება ევროპას

შემდეგი სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: დღეს აღარ არის ბავშვთა დღე და დამთავრდა მათზე გოდებაც. 99,(9)%-ში ყალბია ეს ყველაფერი

მსგავსი სტატიები

მამუკა ხაზარაძე: უცებ, ერთ დღეს გაახსენდათ, რომ პოლიტიკური ლიდერების სასამართლო სხდომები უნდა განახლდეს

მამუკა ხაზარაძე: უცებ, ერთ დღეს გაახსენდათ, რომ პოლიტიკური ლიდერების სასამართლო სხდომები უნდა განახლდეს

ნინო ჩხეიძე 02 დეკ 2020
“კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ საშუალება, დააპატიმრონ პარტიის თავმჯდომარე”

“კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ საშუალება, დააპატიმრონ პარტიის თავმჯდომარე”

ირაკლი შალიკაშვილი 22 თებ 2021
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავაა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავაა

31 იან 2018

უახლესი ამბები

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

  • ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

    ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

  • გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

    გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

    ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge