NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს”

“პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს”

01 ივნ 2021 პოლიტიკა 493 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში ჩვენ განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჰქონდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან და ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს.

„მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს. ასევე განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სტრატეგიული დონის საბჭოს შემდეგი შეხვედრა წელსვე გაიმართება, რომელზეც განვიხილავთ უკვე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე დავისახეთ მიზნად, რომ სავაჭრო ბრუნვა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში 3 მლრდ დოლარამდე ავიდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო თანამშრომლობა და ბრუნვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთვის“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში განიხილება სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა საკითხები.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის და ქვეყნის მისწრაფების მხარდაჭერისა – გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება დღევანდელი დღის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურს, ენერგეტიკულს, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და სხვა საკითხებს, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას ეხება. ჩვენ ასევე სამმხრივი ფორმატის საკითხებიც განვიხილეთ. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანთან ძალიან მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან ინტენსიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2021-06-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნანა გეგეჭკორი: ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია

შემდეგი სტატია

ნინო წილოსანი: გახარიას გუნდის წევრებს არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნიათ, გახარიაც საკმაოდ ნეგატიურ ტალღაზეა

მსგავსი სტატიები

“ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

“ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

ირაკლი შალიკაშვილი 02 ნოე 2020
ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

ირაკლი შალიკაშვილი 07 ოქტ 2021
მიქანაძე: ეს არის თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას

მიქანაძე: ეს არის თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას

ირაკლი შალიკაშვილი 16 სექ 2022

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge