NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მეუფე იაკობი: ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში

მეუფე იაკობი: ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში

01 ივნ 2021 პოლიტიკა 806 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს არევას არ აპატიებს.

„„ოცნებას“ სულ მერაბიშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის კადრები ჰყავს, რომლებთან კავშირში დღესაც არიან. გახარიას ამათ გამო მისცემს ამომრჩეველი ხმას. ხალხი ისეა, ეს ორი პარტია რომ არ იყოს, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ უფრო სხვანაირი არჩევნები ჩატარდებოდა. შერიგებული ვარიანტი რომ განვიხილოთ, ყველა პარტია მოხვდებოდა პარლამენტში. ქართველი კაცი ისეთია, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს. იქედან მობრუნება რომ დაიწყონ, იარაღსაც აიღებენ ხელში.

ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს.

მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება. ბოლოს რა პარტიებიც შემოვიდნენ არცერთ მათგანთან არ [ვითანამშრომლებთ]. ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს მე არ ვიცი. ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში. სახელმწიფოს მომავალზე აბსოლუტურად კარგი ხედვა გვაქვს. როგორ და რატომ უნდა მოიაზრებოდეს ჩემთან [ვასაძე]? გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი და „ნაცმოძრაობასაც“ თავისი. გეუბნებით, მე არ მაქვს კავშირები ვასაძესთან. ვიცნობთ ეკლესიაში; ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენები რაღაც პროექტებში მონაწილეობდა.

იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდოთ [ქვეყანა]. 500 ათასი კაცი მიჭერს მხარსო, რაში გიჭერს, რომ ანგრევ ქვეყანას? პარლამენტში რომ არ შედიხარ? რას დავამსგავსეთ თბილისი, კიდევ კარვების ქალაქი შეიძლება იყოს?

ველოდებოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდოდა და ეს უცხოელებსაც ვუთხარი შევლენ-თქო. გარეთ რომ არ არიან, მადლობა ღმერთს! რას ერჩოდნენ ელისაშვილს? ზოგი ამბობდა ფული აიღოო, ახლა ესენი რომ შევიდნენ, ვერ ვიტყვით, რომ ფული აიღეს? ხელს რომ არ აწერ მიშელის დოკუმენტს, უცხოეთში რეიტინგი უფუჭდებათ, პარტიას შლიან. შერიგება თუ მოხდა ყველა თავის გზას იპოვის. მე არ მაინტერესებს არცერთი პიროვნება, მაინტერესებს საქართველო“, – განაცხადა იაკობმა.

რაც შეეხება ჯანსაღ ოპოზიციას, როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ჯანსაღ ოპოზიციას დღეს საქართველოში ცალკეულ პიროვნებებში ხედავს, მაგრამ პარტიებში ვერა.

„რა თქმა უნდა, მათ არ ექნებათ ეკლესიისგან მხარდაჭერა. ბევრად მეტი შემიძლია ვიდრე „ნაცმოძრაობას“ და იმათ. ერთან სიტყვა გვეთქმის! უმეტესობამ გაძარცვა ქვეყანა, ფული იშოვა და დღეს ლაპარაკობენ კორუფციაზე. უცხო ქვეყნის აგენტები დღეს ჩემზე ისევ „მხედრიონელს“ იძახიან. მე „მხედრიონელი“ არ ვყოფილვარ.

აქ პოლიტიკური შეთანხმება, შერიგება თუ არ მოხდა, თუ იქნება „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი, აზრი არ აქვს, რაც არ უნდა შეცვალონ. გგონიათ რომელიმეს აინტერესებს შარლ მიშელი? – შეცუნცულება უნდოდათ პარლამენტში და შეცუნცულდნენ. ეკლესიამ უნდა გააკეთოს ის, რომ შერიგებაზე წავიდეს. რა თქმა უნდა, მმართველ პარტიასთან გვექნება შეხვედრები, სადაც ბევრი რამ შეიცვალა და ეკლესიასთან ბრძოლის რეჟიმში აღარ არიან. მაგრამ არ გეგონოთ მარტო მმართველ პარტიაში იყვნენ ასეთები, ოპოზიციაშიც ცდილობენ სულ უფრო ცუდი და ცუდი რამე აკეთონ ჩვენს წინააღმდეგ. ძალიან მოკლე პერიოდში ეკლესიიდან დავიწყებთ და აღარ დაგიტოვებთ სალაპარაკოს, მოსაკვეთი მოიკვეთება!“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზეც და როგორც აღნიშნა, „ივანიშვილმა აჯობა და ის ქვეყნიდან გააქცია“.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ ევროპული სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამართლებს და ის საქართველოში ჩამოვა.

„ნაციონალები“ ისე იქცევიან თავიანთი საქმე ხალხის თვალში წაიყვანეს ძალიან ცუდად. ახლა იმის ილუზია აქვთ, რომ ევროპული სასამართლო გაამართლებს მიშას და მიშა ჩამოვა აქ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ – არის საკითხები, რომელზეც არც ჩვენს სასამართლოს შეხედავს ქართველი ერი და არც ევროპულ სასამართლოს. მასე არ არის, სასამართლომ გვითხრას და ვიღაც ჩამოვიდეს, მანამდე ჩამოსულიყო. უბრალოდ, ივანიშვილმა აჯობა და ქვეყნიდან გააქცია. მოვდივარ, მოვდივარ, მოვდივარ და ვისაც გჯერათ შეგიძლიათ დაპატიჟოთ და საქართველოს ვიზაც გაუგზავნოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

TOP მეუფე იაკობი 2021-06-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მეუფე იაკობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო წილოსანი: გახარიას გუნდის წევრებს არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნიათ, გახარიაც საკმაოდ ნეგატიურ ტალღაზეა

შემდეგი სტატია

“ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა “მეუფე””

მსგავსი სტატიები

„მოაშორონ აქედან სიორიძე“- აქცია ოზურგეთში

„მოაშორონ აქედან სიორიძე“- აქცია ოზურგეთში

09 ნოე 2017
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათთან დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათთან დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს

ირაკლი შალიკაშვილი 13 თებ 2020

კვირიკაშვილი ბრიფინგს 11:00 საათზე გამართავს

12 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

    ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge