“სანამ ჩინურ ვაქცინებს არეკლამებენ…… მსოფლიოში ნელ-ნელა მატულობს საუბრები კოვიდ ვირუსის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაპარვის შესახებ…ის კი არადა თვით facebook-მა გადაწყვიტა რომ დღეიდან აღარ დაბლოკავს სტატუსებს, სადაც ნახსენები იქნება რომ შესაძლოა ეს ვირუსი, რომელმაც მსოფლიო გააჩერა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ადამიანის მიერ იყოს შექმნილი. რამოდენიმე დღის წინ ვოლ სტრიტ ჯორნალში (The Wall Street Journal) გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ამერიკული სადაზვერვო სამსახურის გამოუქვეყნებელ მასალებზე დაყრდნობით გარკევული ეჭვები იყო გამოთქმული კოვიდ ვირუსის კავშირზე ვუჰანის ლაბორატორიასთან. სტატიის მიხედვით 2019 წლის ნოემბერში (კოვიდის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე) ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი თანამშრომელი ჰოსპიტალში უცნაურ პნევმონიას მკურნალობდა. იმავე ჟურნალში მეორე დღეს გამოქვეყნდა კიდევ ერთი სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო 2012 წლის ამბავი. 2012 წლის აპრილში, ექვსი მაღაროელი ავად გახდა იდუმალი დაავადებით, მაღაროს შახტის ღამურებისგან გაწმენდის შემდეგ. სამი მათგანი გარდაიცვალა. ამ ფაქტის გამოსაძიებლად მაშინ გამოიძახეს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ჩინელი მეცნიერები და მაღაროში ღამურებისგან ნიმუშების აღების შემდეგ, მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ახალი კორონავირუსი. ეს ვირუსები ლაბორატორიაში გადაიტანეს გამოსაკვლევად. ამ სტატიას მოყვა ენტონი ფაუჩის განცხადება, რომელშიც მან განაცხადა რომ ის “არ არის დარწმუნებული რომ ამჟამინდელი ინფორმაცია ვირუსის გავრცელებაზე საიმედოა“ და აი გუშინ უკვე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა რომ 90 დღეს აძლევს თავის სადაზვერვო სამსახურს რომ მათ წარმოადგინონ რაპორტი კოვიდ პანდემიის წყაროს შესახებ. მეცნიერების ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი რომ მაგალითად SARS1-ის და MERS – ის შემთხვევაში ვირუსებმა უამრავი კვალი დატოვეს გარემოში. SARS1- ის შუამავალი მასპინძელი სახეობა გამოვლინდა ეპიდემიის აფეთქებიდან ოთხი თვის შემდეგ, ხოლო MERS- ის მასპინძელი ცხრა თვის შემდეგ ცნობილი იყო . SARS2 (კოვიდი) პანდემიის დაწყებიდან და სავარაუდოდ ინტენსიური ძებნიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, ჩინელმა მკვლევარებმა ვერ იპოვნეს ვერც ის ღამურების პოპულაცია, ვერც ის შუალედური სახეობა, რომელზეც შესაძლოა SARS2 გადახტა, და ვერც რაიმე სეროლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთის მოსახლეობას, მათ შორის Wuhan– ში ოდესმე ჰქონდათ მსგავს ვირუსთან შეხება 2019 წლის დეკემბრამდე. ამიტომაც არის ეჭვები…
ასე რომ შესაძლო საინტერესო ისტორიები გველოდება წინ” – წერს სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი.
კომენტარები