პარიზში გუშინ “დიდებული დღე“ იყო. ექვსი თვის შემდეგ, ღია კაფეები, რესტორნების ტერასები გაიხსნა და პირველი სტუმრები მიიღეს. საფრანგეთი თანდათან ძველ ცხოვრებას უბრუნდება. ადამიანები კაფეებს მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ და მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც. მაკრონი პრემიერ მინისტრთან ერთად პარიზის ერთ-ერთ გარე კაფეში ყავის დასალევად მივიდა და ასე აღნიშნა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება. საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქება შეეხო “კომენდანტის საათსაც“. აქამდე ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 7:00 საათიდან იწყებოდა და ახლა 9:00 საათამდე გადაიწია. ეს არის შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი და თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ხელისუფლება სხვა შეზღუდვების მოხსნასაც გეგმავს.
კომენტარები