NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა – ჩვენ გვჭირდება დროის და ენერგიის დახარჯვა იმაზე, რომ „ოცნებამ“ შეცვალოს ის, რაც შესაცვლელია საარჩევნო სისტემაში

არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა – ჩვენ გვჭირდება დროის და ენერგიის დახარჯვა იმაზე, რომ „ოცნებამ“ შეცვალოს ის, რაც შესაცვლელია საარჩევნო სისტემაში

20 მაი 2021 პოლიტიკა 507 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებიდან6 თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა დროის ფუჭი კარგვაა. მან ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ მონაწილეობს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

„ჩემი აზრით, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა. ჩვენ ვიცით და დადგენილია, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რა დარღვევები იყო არჩევნების პროცესში. ამიტომ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დასკვნებზე და შარლ მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები მივიღოთ თვისობრივად, ხარისხობრივად სხვანაირი და არა ის, რომ დრო ვკარგოთ გამოძიებაზე, სადაც რაიმეს დადგენა ამ ეტაპზე, ჩემი შეხედულებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ამიტომ არ ვმონაწილებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, თუ საარჩევნო რეფორმა წარმატებით განხორციელდება, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს წააგებს.

„მმართველ გუნდს აშშ-ის სენატმა უთხრა, რომ არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უთხრეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ ქვეყანაში ჩატარებულა გასული წლების მანძილზე და დაუდეს რეკომენდაციების სია, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო სია რეალურად დაემსგავსოს დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო სიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დროის კარგვას არავინ აპირებს იმაზე, რაც უკვე დადგენილია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დროის და ენერგვის დახარჯვა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს ის, რაც არის შესაცვლელი საარჩევნო სისტემაში. რისი შედეგიც ცხადია იქნება ის, რომ „ქართული ონება“ ადგილობრივ არჩევნებს წააგებს და ამის შემდეგ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მომავალ წელს“,-განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

2021-05-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ფორმალური კომისია არ არის და მას ასევე სჭირდება ოპოზიციის ჩართულობა

შემდეგი სტატია

“ქართულმა ოცნებამ” ამ კანონის რეგისტრაციით ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბა

მსგავსი სტატიები

სომხეთში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი დააკავეს

09 ნოე 2018
პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ

პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2021
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩმა, ალბათ, ისიც უნდა თქვას, რომ ევროპარლამენტის უტიფარი რეზოლუცია არის აბსურდი

გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩმა, ალბათ, ისიც უნდა თქვას, რომ ევროპარლამენტის უტიფარი რეზოლუცია არის აბსურდი

ნინო ჩხეიძე 21 სექ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge