NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი USAID-ისა და RDA-ს საგრანტო პროექტებში მონაწილეობისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი USAID-ისა და RDA-ს საგრანტო პროექტებში მონაწილეობისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

19 მაი 2021 ბიზნესი 580 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

19 მაისი, 2021- საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს.
ამჯერად ბანკი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და „სოფლის განვითარების
სააგენტოს“ (RDA) ბენეფიციარებს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო
თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.
გამოცხადებული საგრანტო პროექტი განკუთვნილია იმ ფერმერებისთვის, ვისაც სოფლის
მეურნეობის მიმართულებით უკვე დაფინანსებული ბიზნეს გეგმისა თუ პროექტის
განხორციელებისთვის ფინანსური თანამონაწილეობა სჭირდებათ. პროექტი
ითვალისწინებს ისეთ მიზნობრიობას, როგორიცაა: გადამამუშავებელი და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი (შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც
დანადგარი, ასევე შენობა-ნაგებობა). პროექტის პირობები მოსავლის შემდეგი
კატეგორიებზე ვრცელდება:

 კენკროვანი კულტურები;
 ბაღჩეული კულტურები (მწვანილი);
 ხეხილი (კურკოვანი და თესლოვანი ხილი);
 ბოსტნეული კულტურები;
 ციტრუსი (მანდარინი);
 სუფრის ყურძენი;
 კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა).

თანადაფინანსების სესხის ოდენობა შეადგენს 20 000 ლარს და ზევით. ხოლო პერიოდი
კი 6 თვიდან 84 თვემდე პერიოდს მოიცავს. გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე და
თანადაფინანსების შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ
ბმულს: https://bit.ly/2Rm5BWj
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას,
სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული
პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ამჯერად კი გვინდა მხარი დავუჭიროთ
ფერმერებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესგეგმისა თუ პროექტის განხორცილებისთვის
თანადაფინანსებას საჭიროებენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესის
განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ფერმერებისთვის ჯერ კიდევ
გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, დროული გადაწყვეტილებაა, მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის სასურველი დაფინანსება, რათა კიდევ უფრო
განავითარონ ბიზნესი და წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის
ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო
ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები

2021-05-19
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იუსტიციის საბჭოს მოქმედი არამოსამართლე წევრის შვილი, შესაძლოა, მოსამართლედ დაინიშნოს

შემდეგი სტატია

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თიბისის სახელოვნებო კოლექციიდან შერჩეულ ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

მსგავსი სტატიები

უკვე მეთექვსმეტედ – საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს

უკვე მეთექვსმეტედ – საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2023
თიბისი ლიზინგი უკრაინისთვის

თიბისი ლიზინგი უკრაინისთვის

თამუნა 01 ივნ 2022
თიბისი ფაბრიკაფიტი 2022 –  ურბანული არტის ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია

თიბისი ფაბრიკაფიტი 2022 – ურბანული არტის ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია

თამუნა 11 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge