NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე – საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე – საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

18 მაი 2021 ბიზნესი 586 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.

თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანამანათლებლო ინსტიტუციასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან  და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს შეიქმნა არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით. მუზეუმმა, რომელიც თავისი დამაარსებლის სახელს ატარებს, 2020 წლიდან სრულიად განახლებული სახით, ახალი სიცოცხლე დაიწყო.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ძველი წელთაღრიცხვის მერვედან პირველ საუკუნებამდე ისტორიას გვიყვება.  ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ დამთვალიერებელი პირველად  ეცნობა მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველ მასალას და ძველი კოლხების ცოდნას ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. აქ ინახება ამბები, რომელიც საკუთარი წარსულის შესახებ ფართო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.

განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში. თიბისის ამოცანა ვანში დაცული საგანძურის საზოგადოებისთვის  თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.

ეროვნული მუზეუმის როლი მოსახლეობის არაფორმალური განათლებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია, თიბისი იზიარებს ეროვნული მუზეუმის ხედვას და მის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სამუზეუმო საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული კულტურის განსაკუთრებულ როლს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

კომენტარები

2021-05-18
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა, სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება

შემდეგი სტატია

თუ „ევროპული საქართველო“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ ვუერთდებით პარლამენტში შემსვლელ პარტიათა ჯგუფს, ტარიელ ნაკაიძეს გადასაწყვეტი ექნება, დარჩეს პარტიაში ან გავიდეს

მსგავსი სტატიები

საოპერაციო ლიზინგი- ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა თიბისი ლიზინგისგან

19 ოქტ 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ნინო ჩხეიძე 19 აგვ 2021
500 მილიონი ლარის ინვესტიცია, 3 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და უნიკალური სპა-კურორტი – როგორია წყალტუბოს აღდგენის მთავრობისეული გეგმა

500 მილიონი ლარის ინვესტიცია, 3 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და უნიკალური სპა-კურორტი – როგორია წყალტუბოს აღდგენის მთავრობისეული გეგმა

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge