NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

15 მაი 2021 საზოგადოება 456 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით იუსტიციის სამინისტროს თავად მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

ადეშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს იუსტიციის სამინისტროშიც, სადაც განმარტეს:

“მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ  80-დღიან ვადაში განიხილა  და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს   გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა”.

კომენტარები

ზურაბ ადეიშვილი მოქალაქეობა 2021-05-15
ნინო ჩხეიძე
Tags ზურაბ ადეიშვილი მოქალაქეობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტედროს ადჰანო გებრეიესუსი: პანდემიის მეორე წელს გაცილებით მეტი სიკვდილიანობა იქნება, ვიდრე პირველ წელს

შემდეგი სტატია

How to find A Good Girl And How To Commence Meeting All of them Today!

მსგავსი სტატიები

დავით ბერძენიშვილი: შსს მინისტრი პარლამენტში შეიპარა, ჟურნალისტებისთვის რომ არ ეპასუხა და პარლამენტიდან გაიპარა – დეპუტატებისთვისაც არ ჰქონია პასუხები

დავით ბერძენიშვილი: შსს მინისტრი პარლამენტში შეიპარა, ჟურნალისტებისთვის რომ არ ეპასუხა და პარლამენტიდან გაიპარა – დეპუტატებისთვისაც არ ჰქონია პასუხები

ნინო ჩხეიძე 19 ივლ 2021
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომა დაკარგოს

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომა დაკარგოს

ირაკლი შალიკაშვილი 21 თებ 2022
გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია:  მე რო­გორც მა­მა­ჩე­მის და ბა­ბუ­ა­ჩე­მის მემ­კვიდ­რეს, გან­ზრა­ხუ­ლი მაქვს…

გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია: მე რო­გორც მა­მა­ჩე­მის და ბა­ბუ­ა­ჩე­მის მემ­კვიდ­რეს, გან­ზრა­ხუ­ლი მაქვს…

ნინო ჩხეიძე 17 მარ 2022

უახლესი ამბები

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

    როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

  • “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

    “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge