NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი ბიზნესს აგრომეურნეობის დაზღვევას სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესს აგრომეურნეობის დაზღვევას სთავაზობს

14 მაი 2021 ბიზნესი 453 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

14 მაისი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, მისთვის
სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. იმისათვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში
დასაქმებულმა ბიზნესებმა შეძლონ მოსავლის დაზღვევა და დაგეგმილი ფინანსური
სარგებლის მიღება, ამისათვის ბანკი მათ სწორ გადაწყვეტილებას – ალდაგის
აგროდაზღვევას სთავაზობს.
საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად აგრობიზნესებისთვის შექმნილი პროდუქტი
მოსავლის შემდეგ კატეგორიებზე ვრცელდება:
 ვაზი;
 მარცვლეული კულტურები;
 პარკოსანი კულტურები;
 ბოსტნეული კულტურები;
 ბაღჩეული კულტურები;
 ხეხილი;
 კენკროვანი კულტურები;
 კაკლოვანი კულტურები;
 სუბტროპიკული კულტურები;
 ციტრუსი;
აგრობიზნესების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შემდეგი
რისკების დაზღვევას ითვალისწინებს:
 სეტყვა;
 წყალდიდობა;
 ქარიშხალი;
 საშემოდგომო ყინვა (ციტრუსისთვის)
გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევისას აგრობიზნესის წარმომადგენელს აქვს
შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფოს სუფსიდიით. გადასახდელი პრემიის 70% კი
მას სახელმწიფო დაუფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუკი ნაკვეთის მოცულობა აღემატება
5ჰა-ს, ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია მოახდინოს მეურნეობის დაზღვევა
არასახელმწიფო დაზღვევის პირობებით. რომლის დროსაც, პოლისის სრული
ღირებულება თავად ბიზნესმა უნდა დაფაროს.  შესაბამისი ფინანსური რესურსის
არქონის შემთხვევაში კი, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საჭირო ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო პოლის მოქმედების ვადა განისაზღვრება
არანაკლებ ერთი თვის და არაუმეტეს 3 წლის ვადით (კონკრეტული წლის მოსავლის
ციკლის გათვალისწინებით).
„იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ჩვენი პარტნიორი
ბიზნესები კიდევ უფრო მშვიდად და დაზღვეულად გრძნობდნენ თავს
გაუთვალისწინებელი რისკებისგან, ჩვენ მათ აგროდაზღვევა შევთავაზეთ. პროდუქტი
მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესის განვითარებაში, ვინაიდან მისი დახმარებით
კიდევ უფრო მარტივი ხდება ისეთი ფაქტორების წინასწარ გათვლა და დაგეგმვა,
როგორიცაა მოსალოდნელი მოსავალის თუ შემოსავალის მოცულობა. ჩვენ არ
ვჩერდებით და ვაგრძელებთ სიახლეების დანერგვასა და ბიზნესისთვის საუკეთესო
გადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს
ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
პროდუქტზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agroinsurance?utm_source=Media&utm_medium=news&utm_campaign=Agrodazgveva

კომენტარები

TOP 2021-05-14
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ლიბერთი ბანკი” 35%-იან სესხებს გასცემს პენსიონერებზე – ანა დოლიძე სახელმწიფოს საკითხის დარეგულირებას მოუწოდებს

შემდეგი სტატია

ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარების თხოვნით წერილობით მიმართა

მსგავსი სტატიები

წელს საქართველო ​„ოსკარზე” ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს

წელს საქართველო ​„ოსკარზე” ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს

თამუნა 23 ნოე 2021
საქართველოს ბანკისა და Visa-ს პატნიორობით 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის  პროგრამაში ჩაერთო

საქართველოს ბანკისა და Visa-ს პატნიორობით 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩაერთო

თამუნა 30 სექ 2021
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1283 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1283 ლარი გახდა

ნინო ჩხეიძე 18 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge