NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი

პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი

13 მაი 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 688 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, თუმცა, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს, რადგან როცა ის “ევროპული საქართველოდან” წავიდა, განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებდა.

“მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და შესაბამისად, არ ვაპირებ გაწევრიანებას არც ერთ ფრაქციაში. მექნება თანამშრომლიბა როგორც ლელოსთან”, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელთან” და ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, რომელიც აქ არის, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში და ფრაქციაში გაწევრიანებას და გავაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ასევე არ აპირებს საკუთარი კანდიდატურა დააყენოს იმ თანამდებობებზე, რომლის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაკავების შესაძლებლობას შარლ მიშელის დოკუმენტი იძლევა.

“უფრო მეტიც, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ უნდა დასრულდეს პარლამენტში ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომიტეტის თავმჯდომარეების და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა და მე ასევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენებ საკუთარ კანდიდატურას ამ თანამდებობებზე, დავუთმობ მას ოპოზიციონერ კოლეგებს და პარლამენტში ჯერჯერობით მაინც მუშაობას გავაგრძელებ როგორც რიგითი წევრი, უპარტიო, უფრაქციო, რიგითი დამოუკიდებელი პარლამენტარი,”- განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

2021-05-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, წყობიდან ვერ გამოგვიყვანს განცხადებები, რომლებიც გამიზნულია, რომ ჩაიშალოს და ვერ შედგეს შეთანხმება

შემდეგი სტატია

ოპონენტების განცხადება, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის პროექტის გამოყენება საჭირო აღარ არის, უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაციაა

მსგავსი სტატიები

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2021
კალაძე: რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი

კალაძე: რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი

ირაკლი შალიკაშვილი 10 დეკ 2021
„განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა“

„განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა“

03 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge