NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ამნისტიის ორივე კანონპროექტის ისე გაადამიანურება შეიძლება, რომ მასზე ხელის მოწერა ყველას შეეძლოს

ამნისტიის ორივე კანონპროექტის ისე გაადამიანურება შეიძლება, რომ მასზე ხელის მოწერა ყველას შეეძლოს

12 მაი 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 637 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტი უქმეების შემდეგ ხვალიდან მუშაობას იწყებს – ბიუროზე დარეგისტრირდება ამნისტიის ორივე კანონპროექტი, რის მერეც ორივე ინიციატივა კომიტეტებზე გავა. ამ ეტაპზე პოზიციების შეჯერება ისევ ვერ ხერხდება.

პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის საჯარო რიტორიკა, რაც ისმის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან, უჩენს განცდას, რომ შეთანხმება იქნება რთული.

“თუმცა, თუ განხილვების პროცესში “ოცნება” საკუთარ პოზიციებს იმგვარად გადახედავს, რომ მოიყვანოს ისინი შესაბამისობაში მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასთან, მაშინ ცხადია ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარტია ყველა შესაძლო გზას განიხილავს იმისთვის, რომ ის პრინციპები, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციურ ვერსიაშია ასახული, იყოს უზრუნველყოფილი.

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთვის, კანონპროექტის ის ვერსიაა მისაღები, რომელსაც უფრო მეტი კონსენსუსი ექნება.

“ორივე კანონპროექტის, რომელიც შეტანილია ისე გაადამიანურება შეიძლება, რომ მასზე ხელისმოწერა ყველას შეეძლოს, თუ რა თქმა უნდა ხელოვნურად არ ვიპოვით რაღაც საფუძვლებს იმისთვის, რომ ვიჩხუბოთ და შერიგების აქტი არ შედგეს,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის წევრისა და “მოქალაქეების” გენმდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტებს შორის პრინციპების დონეზე სხვაობა არ არის.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, წინასწარი სამუშაო შეხვედრის დროს პოზიციები თითქმის შეჯერებული იყო და ამის წინააღმდეგ მხოლოდ შალვა შავგულიძის პარტია იყო. ის იმედოვნებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნული ერთი პარტიის წინააღმდეგობა დაიძლევა და საკომიტეტო მოსმენებზე ერთიანი კანონპროექტის შემუშავებას შეძლებენ.

კომენტარები

2021-05-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში, ნიკანორ მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს

შემდეგი სტატია

ნაცმოძრაობასთან” რაღა უნდა ვილაპარაკოთ, გაბანძებული პარტიაა – მელიასთან არანაირ კომუნიკაციას არ მოვახდენ, შეუძლია გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს

მსგავსი სტატიები

მამუკა გამყრელიძე: ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე სრულად ეხება წინა ხელისუფლებასაც

მამუკა გამყრელიძე: ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე სრულად ეხება წინა ხელისუფლებასაც

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2023

კლანის ხელში ჩავარდნილი სასამართლო – ნინო გოგუაძე მოქალაქეებს ხვალ, უზენაეს სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდებს

17 აპრ 2019
ახალგორის მიმართულებით მიმოსვლის გახსნა არის მთავარი საკითხი, რაზეც ყველა ფორმატში ვსაუბრობთ

ახალგორის მიმართულებით მიმოსვლის გახსნა არის მთავარი საკითხი, რაზეც ყველა ფორმატში ვსაუბრობთ

ირაკლი შალიკაშვილი 20 იან 2020

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge