NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო გაზრდილ ჯარიმებთან დაკავშირებულ ცვლილებებს

სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო გაზრდილ ჯარიმებთან დაკავშირებულ ცვლილებებს

07 მაი 2021 პოლიტიკა 895 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი.

პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა “ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას”.

თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შესაბამისად, პრეზიდენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების ორივე კანონის პროექტს ხელს მოაწერს. პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს როგორც პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებას.

გასულ კვირას პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან” დაკავშირებით ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი მიიღო.

პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც ცალკე კანონპროექტის სახით იყო წარდგენილი.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

კომენტარები

TOP ვეტო სალომე ზურაბიშვილი 2021-05-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვეტო სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რაჰულ განდი: თუ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების ტალღა არ გაკონტროლდება, ის არა მხოლოდ ინდოეთს გაანადგურებს, არამედ საფრთხეს დანარჩენ მსოფლიოსაც შეუქმნის

შემდეგი სტატია

გიგი უგულავა: ასე რომ ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც

მსგავსი სტატიები

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: …ესენი რას უზამენ ქვეყანას!

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: …ესენი რას უზამენ ქვეყანას!

ნინო ჩხეიძე 03 დეკ 2020
საქმე გვაქვს ერთგვარ მაფიასთან-ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ნეპოტიზმზე საუბრობს

საქმე გვაქვს ერთგვარ მაფიასთან-ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ნეპოტიზმზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივლ 2019
დავით ზალკანიანი: აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად

დავით ზალკანიანი: აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge