NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

თიბისი კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

07 მაი 2021 ბიზნესი 611 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს.  ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს  სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

კანის ლომების ფესტივალის გადაწყვეტილებით, კრეატიული ინდუსტრია, 2021-ში, კანის მაგივრად, ერთმანეთს ციფრულ სამყაროში გადაეკვეთება. ოფიციალური ფესტივალის თარიღებია – 21-25 ივნისი.

Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეექვსე წელია ტარდება და წელს კონკურსში 123 გუნდი იასპარეზებს. დაჯილდოება 14 მაისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, ციფრულ ფორმატში გაიმართება და ცერემონიის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  გამარჯვებული გუნდები კი, ივნისში, მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის ჩემპიონებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

საქართველოს სარეკლამო და კრეატიული სფერო ძალებს იკრებს ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე სულ უფრო აძლიერებს თავის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ახალგაზრდული კონკურსის მიზანია მომავალი ტალანტების და ზოგადად კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა.

თიბისი უკვე მესამე წელია გულშემატკივრობს Young Lions Georgia-ს და მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ–ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება.

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია კრეატიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში. კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალგაზრდული კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

კომენტარები

2021-05-07
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვაზილ ჰუდაკის ამოცანა იქნება საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება

შემდეგი სტატია

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

მსგავსი სტატიები

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი ”Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების  დღეს” გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი ”Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღეს” გამართავს

თამუნა 11 მაი 2022

პაშა ბანკი მესამე CEO Lunch Tbilisi-ის და ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერია

19 დეკ 2017
თიბისის სტარტაპ დეკრეტს ახალი გამარჯვებულები ჰყავს

თიბისის სტარტაპ დეკრეტს ახალი გამარჯვებულები ჰყავს

თამუნა 22 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge