NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს

07 მაი 2021 ბიზნესი 703 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წელს დაფუძნებული კომპანია “სულა” კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს
შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და
თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია,
საქმისადმი დამოკიდებულება – ევროპული, კომპანიის ამბიცია კი – საერთაშორისო.
საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში შეძენილი პატარა ნაკვეთიდან გაჩნდა, სადაც ვაზი და ატამი
გაშენდა. დღეს კომპანია უკვე 8 ჰექტარ მიწას ფლობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში და 20-
მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. ქარხანაში, რომელიც გამართვის პროცესშია, სამომავლოდ
1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავება იგეგმება.
საქმისადმი ევროპული მიდგომა დასაწყისშივე ცალსახად განისაზღვრა, როცა ვაზის ნერგების – მათ
შორის ქართული ჯიშის ნერგების – არა ადგილზე შეძენა, არამედ სფრნგეთიდნ ჩამოტანა გადაწყდა.
“ეს ნერგები გაცილებით ჯანსაღია და კარგად უძლებს ადგილობრივ პირობებს. როგორც წესი,
ადგილობრივებს, სწორედ არაჯანსაღი ვაზის გამოისობით, ვენახების დაახლოებით, 20 პროცენტი
უცდებათ ხოლმე,” – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ვახტანგ სულაძე.
ქინძმარაულის ზონაში გაშენებული ვაზის 80 პროცენტს საფერავი შეადგენს. ვენახებში კიდევ ერთი
ქართული ჯიში ხიხვია, დანარჩენი ფართობი კი ფრანგულ ჯიშებს უჭირავს – მერლოს, კაბერნე
ფრანკს, კაბერნე სოვინიონს და პინო ნუარს. საფრანგეთში შეუკვეთა კომპანიამ, აგრეთვე, მაღალი
ხარისხის მუხის კასრები, რომლებშიც ღვინო უნდა განთავსდეს.

„სულა“ ბიომეურნეობის მომხრეა. ეს კომპანიის პრინციპული მიდგომაა: „ჩვენ გამოვრიცხეთ შხამ-
ქიმიკატები და მხოლოდ ბუნებრივ სასუქს ვხმარობთ. ეს ძალიან მოქმედებს ყურძნის გემოსა და

ხარისხზე. რაღა თქმა უნდა, ღვინის ხარისხიც საგრძნობლად უმჯობესდება მსგავსი მიდგომის
წყალობით. გვაქვს სერთიფიკატი, რომელიც ბიომეურნეობაში ყოველგვარი სტანდარტის დაცვას
ადასტურებს“.
კომპანია საშუალო ფასის მქონე, მყიდველისთვის ხელმისაწვდომი ღვინის წარმოებაზეა
ორიენტირებული. წარმოებული პროდუქტის 20 პროცენტი ქვევრის ღვინო იქნება. ტრადიციული
მეთოდით დამზადებულ ქვევრებს „სულა“ ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს. მომავალ წელს – როცა
კომპანია მოსავალს სრულად აიღებს – გარდა ღვინისა, სხვა ალკოჰოლური სასმელების,
წარმოებაც იგეგმება. საწარმოო ხაზი, რომელიც დამონტაჟების პროცესშია, შუშხუნა ღვინისა და
კონიაკის დამზადების საშუალებასაც იძლევა.
„სულას“ დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ერთი მხრივ, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება –
მარნის, პატარა რესტორნისა და სასტუმროს აშენება, მეორე მხრივ – პროდუქციის ექსპორტზე
გატანა: „ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს გერმანელებთან. გვსურს ჩვენი პროდუქცია ევროპული
რესტორნების მენიუებში მოხვდეს. მოგვიანებით სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლასაც ვგეგმავთ,“ –
ამბობს ვახტანგ სულაძე და აღნიშნავს, რომ დამწყები კომპანიისთვის მსგავსი ამბიციური გეგმები
წარმოუდგენელი იქნებოდა მყარი ფინანსური მხარდაჭერისა და პარტნიორობის გარეშე.
„თიბისის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბანკისგან უკვე მეორე ტრანში მივიღეთ.
მსგავს ხელსაყრელ პირობაზე ვერც კი ვიფიქრებდით. ძირითადად, მატერიალური მხარის
მოსაგვარებლად – ვენახის სარების, მავთულების, სამაგრების შესაძენად დაგვჭირდა ფული. დიდი
ინვესტიცია იყო, სამ მილიონ ლარს გადაცდა“.
„სულა“ სამომავლო გეგმებსაც ამ პარტნიორობაზე აგებს და უკვე თამამად ფიქრობს ღვინის
წარმოებას გაცდეს. ვენახების დ ატმის ბღების შემდეგ, იგეგმება ასურეთში 100 ჰექტრამდე
ტერიტორიის შეძენა ნუშის გასაშენებლად.

კომენტარები

TOP 2021-05-07
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვეტოს საფუძველი არ არსებობს – ისეთი მტკივნეული კანონპროექტი არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს

შემდეგი სტატია

Do Not Write Your Term Paper Alone

მსგავსი სტატიები

ლუდმა „ნატახტარმა“  ბრიუსელში უმაღლესი გემოს ჯილდო მოიპოვა

ლუდმა „ნატახტარმა“ ბრიუსელში უმაღლესი გემოს ჯილდო მოიპოვა

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივნ 2019

ანაკლიის პორტის მასშტაბური სამშენებლო სამუშოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოინახულეს

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა

ნინო ჩხეიძე 06 თებ 2023

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge