ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის შვილი ლუკასი დღეს 6 წლის გახდა. ჩოგბურთელმა თავის ვაჟს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა: ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ.
ამ ფაქტს ნელი დოროყაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ბასილაშვილს ასე უპასუხა: “კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“ – წერს ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილი.
კომენტარები