მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 3 მაისი, 1941 წელს, ზუგდიდიში. ) გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია. იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002).
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის.
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
კომენტარები