NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ქვეყანაში მოქმედი უქმე დღეების გამო პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვა 10 დღით გადაიდება

ქვეყანაში მოქმედი უქმე დღეების გამო პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვა 10 დღით გადაიდება

03 მაი 2021 პოლიტიკა 608 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეპიდვითარება აისახება პოლიტიკაზეც – ქვეყანაში უქმე დღეებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 10 დღით გადაიდება პარლამენტში ამნისტიის საკითხის განხილვა. წესით, ორივე კანონპროექტზე მსჯელობა კომიტეტების ფორმატში ამ კვირაში უნდა დაწყებულიყო. სანამ პარლამენტი მუშაობას განაახლებს, მხარეები ისევ დოკუმენტებს შორის ძირითად განსხვავებებზე მიუთითებენ.

“რაც შეეხება ჩვენს კანონპროექტს, ის შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური სიზუსტით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იქნა. გაჟღერდა ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნისაც, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის, ვფიქრობ, ნათელი, რომ ერთადერთი კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ დავარეგისტრირეთ. თუ რაიმე შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მოხერხდება პარლამენტში სამუშაო პროცესში, შესაბამისად, გადავხედავთ ჩვენს პოზიციას,” – განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტსაბჭოს წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმებული არიან, არის ის, რომ ე.წ. კონვენციით დაცული მუხლები, რაც მოიაზრებს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და განზრახ მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, არც ერთ კანონპროექტში არ იქნება.

პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ორ კანონპროექტს შორის ფუნდამენტური განსხვავება არის ის, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს დამნაშავეები დაუსჯელად “გაძვრნენ“, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამნისტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონკრეტული მუხლებით.

ენმ-ს წევრის, გიორგი ხვედელიანის განცხადებით, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და გაკეთებულ შეთავაზებას აფასებს, ხოლო რა შედეგი მოჰყვება ამას, ხვალ გახდება ცნობილი. ენმ-სთვის ამნისტიის კანონპროექტი არის მიუღებელი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ზუსტად პასუხობს იმ პათოსს და პრინციპებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის მითითებული. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტშიც იგივე პრინციპებია და ერთადერთი განსხვავება, რომელიც ოპოზიციამ ჩადო თავის კანონპროექტში, ეს დაზარალებულების თანხმობაა.

კომენტარები

2021-05-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება

შემდეგი სტატია

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის

მსგავსი სტატიები

თბილისის ნაწილს 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

05 დეკ 2017
კალაძე: …მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიციის უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება

კალაძე: …მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიციის უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება

ნინო ჩხეიძე 14 ნოე 2020

კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ფოტოამბავი)

09 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში – მსოფლიოს, მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ნასწავლი არაა, რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში, საკმარისია

    14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში – მსოფლიოს, მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ნასწავლი არაა, რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში, საკმარისია

  • ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას

    ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას

  • მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

    მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

  • კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

    კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

  • რუსი დეპუტატი გერმანელებს დახოცვით ემუქრება (ვიდეო)

    რუსი დეპუტატი გერმანელებს დახოცვით ემუქრება (ვიდეო)

  • პ[რეზიდენტი: იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანნი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში

    პ[რეზიდენტი: იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანნი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში

  • ლატვიის სახელმწიფო პოლიცია რუსეთის გენერალურ საკონსულოებს აღარ დაიცავს

    ლატვიის სახელმწიფო პოლიცია რუსეთის გენერალურ საკონსულოებს აღარ დაიცავს

  • მაკა ჩიჩუა: რუსები, რომლებიც აქ ჩამოედინნენ, ბათუმში და ზღვისპირეთში სახლებს იძენენ, რატომ აფხაზეთში არ მიდიან?!

    მაკა ჩიჩუა: რუსები, რომლებიც აქ ჩამოედინნენ, ბათუმში და ზღვისპირეთში სახლებს იძენენ, რატომ აფხაზეთში არ მიდიან?!

  • ესტონეთის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა

    ესტონეთის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა

  • დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ?

    დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge