NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება

01 მაი 2021 საზოგადოება 628 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.

აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის კი, 12 აპრილიდან იწყება.

უცხოური მედია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ჯერ ზუსტად გაწერილი არ არის მექანიზმები, თუ როგორ წარიმართება ცერემონიები, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 18 აპრილს, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ 10-დან 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება, რომლებიც შემდეგ წმინდა ცეცხლს პოლიციის ესკორტის თანხლებით, ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ისრაელში წმინდა ცეცხლის წასაღებად დანიშნულია რეისები რუსეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

რაც შეეხება ბზობის დღესასწაულზე მსვლელობას, ზეთისხილის მთიდან აღდგომის ტაძრამდე, რომელშიც ყოველწლიურად 25 ათასამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას, წელს არ გაიმართება.

ტრადიციულად, აღდგომის კვირაში, ათასობით ეგვიპტელი კოპტი მათ პატრიარქს იერუსალიმში მიაცილებს, თუმცა წელს ეგვიპტიდან ფრენები არ განხორციელდება.

მომლოცველებისთვის ტაძრის მთა დახურა იორდანიის ვაკუფმა. რაც შეეხება დასავლეთის კედელს, ის ვერ დაიხურება, თუმცა მასთან მისვლას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც კედლიდან 100 მეტრის რადიუსში ცხოვრობენ და ერთმანეთისგან 2 მეტრის მანძილზე, სოციალურ დისტანციას დაიცავენ.

ტაძრის მთის კომპლექსი სავარაუდოდ დახურული იქნება 23 აპრილსაც, როდესაც რამადანი იწყება.

კომენტარები

TOP იერუსალიმი 2021-05-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იერუსალიმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

შემდეგი სტატია

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების საპილოტე პროექტის დანერგვის რეკომენდაციით გამოდის

მსგავსი სტატიები

“მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც „ნიკოს მკვლელი გაზარდა“ “

“მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც „ნიკოს მკვლელი გაზარდა“ “

ნინო ჩხეიძე 18 სექ 2021
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

23 იან 2019
„მოსამართლეებმა არა მარტო უსამართლო, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს

„მოსამართლეებმა არა მარტო უსამართლო, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს

24 იან 2019

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge