NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»დიდი ხუთშაბათი

დიდი ხუთშაბათი

29 აპრ 2021 საზოგადოება 744 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: “ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური… მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში – ჩემს გვერდით მყოფნი” (ლუკა 22,24-30). და რადგან უწყოდა, რომ მოიწია ჟამი, რათა განვიდეს ამიერ სოფლით, აღუთქვა მათ სასუფეველი ღვთისა.

“აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი”, ჩაასხა საბანელში წყალი და დაიწყო მოწაფეთათვის ფეხების ბანა. ღვთაებრივმა სიდიადემ კაცობრიობისადმი უდიდეს სიყვარულში უდიდესი სიმდაბლეც გამოაჩინა: “ხოლო თუ მოძღვარმა და უფალმა, – ამბობს იგი, – დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ერთმანეთს ფეხებს, ვინაიდან მაგალითი მოგეცით და ნეტარია, ვინც აღასრულებს ამას” (იოანე 12,1-20). მაგრამ ყველა როდი ისურვებს ამ ნეტარებასა და ღვთის სიყვარულში დაიდოს წილი – “ერთი თქვენგანი გამცემს მე” – იტყვის უფალი და გაკვირვებული, მის მკერდზე თავმიყრდნობილი “სიყვარულის მოციქულისათვის” – იოანესათვის – საცნაურს გახდის იუდა ისკარიოტელის, როგორც გამცემის, სახელს: “ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. ერჩივნა, სულაც არ შობილიყო”. ბოროტებით შეპყრობილი იუდა შეუნანებლად ტოვებს სერობას, გაურბის მხილებას, ტოვებს ღმერთს და შეიქმნება უღმერთო. ხოლო მათთვის, ვინც საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა იგი, როგორც მაცხოვარი, როგორც ცხოვრება და ჭეშმარიტება, აწესებს ზიარების გამომხსნელ საიდუმლოს: “და აღიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და უთხრა მათ: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა, და მოიღო სასმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქვა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (ლუკა 22,17-20; მათე 26,26-29).

აწ იდიდა ძე კაცისა და ღმერთი იდიდა, მის მიერ გაძლევთ თქვენ ახალ მცნებას, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი, – ამბობს უფალი.

არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისათვის. მე აგირჩიეთ თქვენ, – ეუბნება მოწაფეებს, – და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ. აჰა, მოდის დრო, ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე. თქვენ მწუხარენი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ მიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ სიხარულს თქვენსას. გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანას, – თქვა უფალმა და გაემართა გეთსიმანიის ბაღისაკენ ზეციური მამის წინაშე სალოცავად, რათა შეავედროს ძეობა თვისი, საყვარელი მოწაფენი და ცოდვით დამძიმებული კაცობრიობა (იოანე 15,9-17; 16,16-33).

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე “რომელნი ქერუბიმთას” ნაცვლად იგალობება “სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე”. სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები ფეხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც “თორმეტი სახარება” ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფვლით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

“თორმეტი სახარების” კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც, ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებააა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

კომენტარები

TOP დიდი ხუთშაბათი ვნების კვირა 2021-04-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დიდი ხუთშაბათი ვნების კვირა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Neo QLED – კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან.

შემდეგი სტატია

თიბისის და Visa-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის “თიფის“ დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი

მსგავსი სტატიები

ქეთევან დუმბაძე: როგორ უნდა გაგიმართლოს, რომ უეცრად მოიხედო და კვარა დაინახო

ქეთევან დუმბაძე: როგორ უნდა გაგიმართლოს, რომ უეცრად მოიხედო და კვარა დაინახო

ნინო ჩხეიძე 22 ნოე 2022
ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას

ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას

ირაკლი შალიკაშვილი 25 აგვ 2021
“კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი” – ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

“კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი” – ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge