NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა სურთ მოქალაქეებზე გადაიტანონ, დაზარალებულებს შეახოცონ ხელი

დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა სურთ მოქალაქეებზე გადაიტანონ, დაზარალებულებს შეახოცონ ხელი

29 აპრ 2021 პოლიტიკა 505 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველანაირად ცდილობენ, სახე შეუნარჩუნდეს ბრალდებულ ნიკანორ მელიას, მაგრამ კანონდამრღვევებს, რომლებიც კანონს არღვევენ და სახელმწიფოს პატივს არ სცემენ, ვერაფერი გაათეთრებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ კანონპროექტით ოპოზიციას მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა დაზარალებულ მოქალაქეებზე გაადააქვთ, რაც მათი მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

„ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ ამ ადამიანებს არ სურთ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, ვინაიდან დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, სურთ, რომ გადაიტანონ მოქალაქეებზე, დაზარალებულებს შეახოცონ ხელი – მორიგდებიან თუ არა ისინი პოლიციელთან ან პოლიციელი მოურიგდება თუ არა დაზარალებულს. ეს არის პრობლემა, ეს არის უპასუხისმგებლობა ამ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, უნდა შეეხოს თუ არა 20 ივნისთან დაკავშირებით მომავალში შესაძლო გამოკვეთილ დანაშაულებსაც, ოხანაშვილი აცხადებს, რომ ეს შეთანხმების ტექსტში ნათლად წერია.

„შეთანხმების ტექსტში წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სამართალდარღვევას, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც რომ მოუსმინოთ, ოთარ კახიძე სალომე სამადაშვილს ეკამათებოდა ამას წინათ იმაზე, რომ არსად წერია, რომ ვინმე უნდა გამოირიცხოს, ამიტომ თვითონ გაარკვიონ. შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ ყველა სამართალდარღვევა 20 ივნისთან დაკავშირებით უნდა ამნისტირდეს. ეს ნიშნავს, რომ ეს რთული და მძიმე ფურცელი უნდა გადაიშალოს,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

ამნისტია კანონპროექტი პასუხისმგებლობა 2021-04-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ამნისტია კანონპროექტი პასუხისმგებლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 024 ტესტი ჩატარდა

შემდეგი სტატია

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

მსგავსი სტატიები

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

ირაკლი შალიკაშვილი 23 ივნ 2020
აშშ-ს საელჩოს განცხადება არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ პროცესებში, ამერიკელები პირდაპირ ხედავენ „სხვა მოტივაციებსაც“

აშშ-ს საელჩოს განცხადება არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ პროცესებში, ამერიკელები პირდაპირ ხედავენ „სხვა მოტივაციებსაც“

ირაკლი შალიკაშვილი 25 ივლ 2019
ჰიბრიდული ომი“ და კიბერთავდასხმები სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე – სუს-ი 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს

ჰიბრიდული ომი“ და კიბერთავდასხმები სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე – სუს-ი 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge