NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას

მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას

28 აპრ 2021 პოლიტიკა 840 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მზადდება ალერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ იმიტომ, რომ არანაირად არ ვეთანხმებით „ქართული ოცნების” მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით. ამავე დროს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რადგან ვიდრე შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა, ვინ იჯალათა – ამას სჭირდება დადგენა, – ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ „ლელოს” ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

„პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში პუნქტი, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, იქნა სხვანაირად გადათარგმნილი „ქართული ოცნების” მიერ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ისინი აპირებენ დიდ ამნისტიას, რომელშიც მოექცევა ძალიან ფართო სპექტრი. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში იმიტომ, რომ აქამდე არსებობდა 3 პოლიციელი და 16 მანიფესტანტი, რომელზეც იყო საუბარი, შესაბამისად „ლელო” შემოვა წინადადებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, თუ ვისზე არის საქმე აღძრული. ეს ინფორმაცია არის უცნობი, რამეთუ „ქართული ოცნება” და პროკურატურა ამ ინფორმაციას მალავს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივაში, რომ შეიქმნას საპარლამენტი კომისია და დადგინდეს ყველა ის პირი, ვისზეც არის საუბარი, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ გასცა ბრძანება, ვინ შეასრულა, ვინ გადაამეტა და ა.შ.”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

2021-04-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შეისწავლის

შემდეგი სტატია

მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები, რამაც შედეგი გამოიღო

მსგავსი სტატიები

„რეზოლუციაში სააკაშვილის მთავრობა ადასტურებს, რომ ჩვენ გავხსენით ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით“

25 სექ 2018
პაატა მანჯგალაძე: ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, მაგრამ ზრდილობა არ მომცემს უფლებას დავუძახო ის, რასაც მასზე ვფიქრობ

პაატა მანჯგალაძე: ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, მაგრამ ზრდილობა არ მომცემს უფლებას დავუძახო ის, რასაც მასზე ვფიქრობ

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივლ 2022

პორტუგალიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის საქართველოში მოწვევა მიიღო

02 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge