NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ ვიტყვით, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროა, ეს ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში

თუ ვიტყვით, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროა, ეს ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში

28 აპრ 2021 პოლიტიკა 657 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მომხრე ვარ ეს საკითხი მთლიანად გადავფურცლოთ – თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტია უნდა შედგეს, მაშინ იმ შესაძლებლობის დატოვება, რომ ვიღაცის მიმართ მერე პოლიტიკური დევნა დაიწყოს, ამ ამნისტიის არსს ეწინააღმდეგება, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ უმრავლესობის ამნისტიის პროექტი კეტავს შესაძლებლობას, რომ თუკი მომავალში გამოვლინდება მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, ეს იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები დაისაჯონ.

იოსელიანი განმარტავს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ნებისმიერი ტიპის გამოძიება, რომელ ხელისუფლებაშიც არ უნდა ჩატარდეს, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაინც პოლიტკურ დევნად აღიქმება. მისივე განცხადებით, თუ სასამართლო სისტემა რეალურად გაჯანსაღდება, მაშინ ამნისტიის აუცილებლობაც არ იქნება.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთლიანობაში მათ პოზიციებს შორის დიდი სხვაობა არ არის. საუბარი დავიდა იქამდე, რომ დაზარალებულების თანხმობა – ართანხმობა არის მთავარი განმასხვავებელი, რაც მგონია, რომ არ არის ის საკითხი, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგებოდა, თუმცა, მაინც გადაწყდა, რომ ორივე მხარე დაარეგისტრირებდა თავიან ვერსიას.

თუ ვიტყვით, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროა, ეს ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში. ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ თუ 20 ივნისის საქმის ამნისტიაზე ვმსჯელობთ, ეს საკითხი მთლიანად გადავფურცლოთ და ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ხელისუფლება რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს, 20 ივნისი ვეღარ იქნება გამოყენებული ინსტრუმენტად, რომ ვიღაცის მიმართ დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე შეთანხმდნენ მხარეები. პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ნებისმიერი ტიპის გამოძიება რომელ ხელისუფლებაშიც არ უნდა ჩატარდეს, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს მაინც აღიქმება პოლიტიკურ დევნად. მეორე მხრივ პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მტკიცებულებები არის მყიფე, საზოგადოებაშიც ცალსახა არ არის შეფასება რაღაც კონკრეტული მოვლენის მიმართ და ვთანხმდებით, რომ უნდა შედგეს ამნისტია, მაშინ იმ შესაძლებლობის დატოვება, რომ ვიღაცის მიმართ დაიწყოს მერე პოლიტიკური დევნა, ამ ამნისტიის არსს ეწინააღმდეგება,”- განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

ამნისტია 2021-04-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ამნისტია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

შემდეგი სტატია

წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შეისწავლის

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრემიერმინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს უმასპინძლა

26 იან 2018
კახა კუჭავა: “ქართული ოცნება” უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა

კახა კუჭავა: “ქართული ოცნება” უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა

ირაკლი შალიკაშვილი 27 ოქტ 2021
გვჯერა,რომ სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვას იტყვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში

გვჯერა,რომ სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვას იტყვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში

06 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge