NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მეუფე იაკობი: ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არიან უმეტესობა მასე. ყველას გავცემ პასუხს

მეუფე იაკობი: ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არიან უმეტესობა მასე. ყველას გავცემ პასუხს

25 აპრ 2021 საზოგადოება 878 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ისინი, ვინც ეკლესიას პირდაპირ ებრძვიან დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, ვის ემსახურებიან.

„დღეს რთული დროა, ალბათ, საქართველოში ბევრი ფიქრობს. საოცრებებს ვიგებთ ხოლმე, ვისაც არ ეზარება, ოღონდ ვინმემ რამე თქვას ეკლესიაზე ცუდი. გასაგებია, ტელევიზიები რომ ყურებადები გახდნენ, სენსაციები უნდათ. ჟურნალისტებს არ მივმართავ, მაგათ ავალებენ. დღეს სამსახურები არ არის ბევრი და არ უნდათ სამსახურების დაკარგვა.

ეკლესია როცა ძლიერი იყო, საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი. შეიძლება, სხვა ერები მოსულიყვნენ, დაპყრობილი ვყოფილიყავით, მაგრამ ეკლესია ქართულ ენასაც ინარჩუნებდა, ტრადიციებსაც და ყველაფერს. ეს ყოველივე თუ გავაქრეთ, რას მოვიგებთ, ვის მივბაძოთ. სიყვარულით რომ მომიწოდებდე, სიყვარულით მივიღებ იმას, მაგრამ როდესაც, სენსაციებზე ხარ მაყურებელი, ეს ძალიან ცუდია. ჩაივლის მძიმე მარხვის დღეებია, მერე ბრწყინვალე შვიდეულია. ვფიქრობ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ვიღაცები, ვინც ეკლესიას პირდაპირ ებრძვიან, ამ შემთხვევაში ტელევიზიები არ მაქვს მხედველობაში, ალბათ, საბოლოოდ კიდევ უნდა მოვუწოდოთ, რომ დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ვის ემსახურებიან. თუ მე მტყუანი ვარ, რაც მეკუთვნის, ასმაგად, ათასმაგად მაზღვევინონ. იმათ რაც ეკუთვნით, თუ მტყუანები არიან ღვთის, ერის, ეკლესიის წინაშე, ერთმაგიც საკმარისია იმათთვის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სხვები თუ დადუმდებიან, ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თუ შიგნით ვერ დავიცავით, გარეთ ვის დავიცავთ ხომ? ამიტომ კიდევ არის დრო შეინანონ. ადამიანებს დაემსგავსონ თავიანთი საქციელით. გამყიდველობას თავი დაანებონ, თვითონ ხომ მაინც იციან, რომ მატყუარები არიან“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ის ასევე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ყველას გაეცემა პასუხი, ”თუ არ მორჯულდებიან”.

„გუშინ, ისეთ რამეზეც მივედით, რომ სასულიერო პირი ამბობდა ასეთ რამეს: „მეუფემ დარღვევა გააკეთაო, რომ მოუწოდა, ჩამოდით, ყველას გეპატიჟებითო დღევანდელ წირვაზე, ეპისკოპოსებს რატომ არ შეეკითხაო“. ხმამაღლა გამოაცხადა, ეპისკოპოსებსაც ეხებოდა დაპატიჟება. მაგდენიც არ იციან, სიმართლისთვის იბრძვიან. უვიცების არის ასე, არ ასწავლიან, არაფერი იციან. ბევრს ვიცნობ იმათ, არავითარი სკოლაც არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტრებშიც. ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არიან უმეტესობა მასე. ყველას გავცემ პასუხს. ერისკაცები რომ ყოფილიყვნენ, ერში რასაც მიიღებდნენ, იმას მიიღებენ აუცილებლად, თუ არ მორჯულდებიან.

კომენტარები

TOP მეუფე იაკობი 2021-04-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მეუფე იაკობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Edited at 27.11.2020 – The brief wondrous life of oscar wao summary

შემდეგი სტატია

56 წლის მო­ნი­კა ბელუჩი Madame Figaro-ს ახა­ლი ნომ­რის ყდას ამ­შვე­ნებს

მსგავსი სტატიები

რამდენ დღეშია შესაძლებელი მთვარის გარშემო მოგზაურობა

რამდენ დღეშია შესაძლებელი მთვარის გარშემო მოგზაურობა

ანო 13 ივლ 2022
გოგა ხაინდრავა: 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე, საპირწონედ იმ გარყვნილების…

გოგა ხაინდრავა: 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე, საპირწონედ იმ გარყვნილების…

ნინო ჩხეიძე 15 მაი 2023
გია ხუხაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ასეთ კონდიციამდე მიდის, სახიფათოა სახელმწიფოსთვის

გია ხუხაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ასეთ კონდიციამდე მიდის, სახიფათოა სახელმწიფოსთვის

ნინო ჩხეიძე 17 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge