NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ვარლამ გოლეთიანი: 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში

ვარლამ გოლეთიანი: 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში

24 აპრ 2021 საზოგადოება 391 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.

„აქაც გაგრძელდება პროტესტი, სადაც ვართ. 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“, -აცხადებს გოლეთიანი.

ცნობისთვის,”ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამავე განცხადების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. ამასთან, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

შეგახსენებთ, 180-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში „ნამახვაჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.” გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

კომენტარები

აქციები ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესი 2021-04-24
ნინო ჩხეიძე
Tags აქციები ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ღამით დააბრუნეს

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ღამით დააბრუნეს

13 სექ 2018
მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

ნინო ჩხეიძე 11 დეკ 2019
“კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცებულები არიან გარდაცვლილები, როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან…”

“კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცებულები არიან გარდაცვლილები, როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან…”

ნინო ჩხეიძე 15 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge