NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

19 აპრ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 781 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის ის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის და არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის დროს და რესურსებს დაუთმობენ იმას, რომ როგორმე ქართველ პოლიტიკოსებს ასწავლონ პოლიტიკა და ასწავლონ თავიანთი სამშობლოს ინტერესების სამსახური, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შეთანხმება არ სურთ.

„ეს დოკუმენტი ახალი არ არის, ეს არის დაზუსტებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში უბრალოდ დაზუსტებულია ის თემები, რამაც განსხვავებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა რადგანაც ჩვენ არ გვესმის დიპლომატიური ენა, ეს ყველაფერი გადმოგვითარგმნა იმ ენაზე, რომელსაც იმედი აქვთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები გაიგებენ. მე პირადად მგონია, რომ ეს არის ის ვარიანტი, რომელზედაც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის და არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის დროს და რესურსებს დაუთმობენ იმას, რომ როგორმე ქართველ პოლიტიკოსებს ასწავლონ პოლიტიკა და ასწავლონ თავიანთი სამშობლოს ინტერესების სამსახური. აქედან გამომდინარე, უნდა გავიგოთ, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არის საქართველოს ინტერესებში და საქართველოს ინტერესებშია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამ დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს არამხოლოდ იმას, რომ მხარეებს შეთანხმება არ სურთ, არამედ ეს ნიშნავს იმასაც, რომ უბრალოდ ხელს ვკრავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

კომენტარები

2021-04-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

შემდეგი სტატია

მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

მსგავსი სტატიები

“გაჩეხეს ათობით ჯანმრთელი ხე,” – ენმ დედაქალაქში ხეების მასობრივ ჭრას აპროტესტებს

“გაჩეხეს ათობით ჯანმრთელი ხე,” – ენმ დედაქალაქში ხეების მასობრივ ჭრას აპროტესტებს

სოსო ელისაშვილი 10 აპრ 2019
„მაშინ, როცა უამრავი პრობლემაა დედაქალაქში, როგორ შეიძლება ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ“

„მაშინ, როცა უამრავი პრობლემაა დედაქალაქში, როგორ შეიძლება ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ“

27 ივლ 2018
მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან

მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან

ირაკლი შალიკაშვილი 30 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge