NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“დოკუმენტი არის ცალსახად უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო”

“დოკუმენტი არის ცალსახად უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო”

18 აპრ 2021 პოლიტიკა 589 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დოკუმენტი არის ცალსახად უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმია ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, – ამის შესახებ გირჩი -მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას.

„არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი. ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს, ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო მოსაფიქრებლად და მათ შორის იმისთვის, რომ ერმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, ამის შემდეგ სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს რამდენიმე დღის ამბავია სავარაუდოდ, მერე შეიძლება აქ გვქონდეს კიდევ ერთიანი შეხვედრა თუ „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, რადგან დღეს იცით, რომ საერთოდ არ მოვიდნენ. ოცნება ხელს მოაწერს თუ არა მაგაზე არ არის დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მე თვითონ მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მისაღები. არც ერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და ჩემმა პარტიამ,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით ამ დოკუმენტით, კრიზისი ვერ განიმუხტება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ქვეყანას მომავალი არ ექნება აშშ-ის და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტიდან მნიშვნელოვანი წინსვლა არის პოლიტპატიმრების ნაწილში, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩამოთვლილი საკითხები ვერ უზრუნველყოფს ვერც მართლმსაჯულების რეალურ რეფორმირებას, ვერც საარჩევნო რეფორმა უზრუნველყოფს „კარგ არჩევნებს“.

„მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე არ მჯერა ასევე, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკის და ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თორემ ისე ეს დოკუმენტი არ არის არაფერი ჩემის აზრით. არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების ნაწილს, ამ ნაწილში მართლა მნიშვნელოვანი წინსვლაა, ამის მიღმა რაც არის, არაფრის არ მჯერა. პოლიტპატიმრების გარდა რა პუნქტებიც არის, არც იმის მჯერა, რომ ამ პუნქტებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება მოხდება და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში ეშველება, არც იმის მჯერა, რომ არჩევნების ნაწილში რაც წერია, ამით საარჩევნო სისტემა ისეთი გამართული გახდება, რომ კარგ არჩევნებს ჩავატარებთ და ის ბოლო პუნქტი საერთოდ, რაც ძალაუფლების განაწილებას ეხება, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები გახდებიან ოპოზიციის წევრები, ეგ ჩემის აზრით, საერთოდ არაფერი არ არის. არაფრის არ მჯერა მაგის იქით რაც წერია, პოლიტპატიმრების ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდა და მექანიზმები გაიწერა, დანარჩენი რა წარმოდგენაც მქონდა , იგივე წარმოდგენა მაქვს დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

TOP ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნება 2021-04-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვიოლინოზე შესრულებული I will survive (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ნატო დუმ­ბა­ძე: იქნებ თქვენც დასვათ წერტილი და მოეშვათ სოციალიზმს!

მსგავსი სტატიები

სსიპ-ების ხელმძღვანელების ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, მინისტრებისას აღემატება

28 სექ 2018
„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ – კამპანია საქართველოში მერვედ ტარდება

„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ – კამპანია საქართველოში მერვედ ტარდება

14 სექ 2017
თავდაცვის დეპარტამენტი: საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

თავდაცვის დეპარტამენტი: საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

25 მაი 2018

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge