NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

16 აპრ 2021 პოლიტიკა 595 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან სამწუხაროა, რომ მთავარი თემა ისევ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იქნება, ­რომლითაც მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა ჩვენი მეგობარი და ეს ძალიან ცუდია, ამდენი ხნის განმავლობაში არ აღმოგვაჩნდა რესურსი იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაგვეწყვიტა, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც 19 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ევროპელი მეგობრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან გაგვაგებინონ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ინტერესებშია.

“ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ და ფიქრობენ როგორ უნდა გამოიყვანონ საქართველო ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსავალი არის იმ შემთხვევაში თუ ამის სურვილი არის, მეგობრები შეიძლება დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და ალბათ, კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ გაგვაგებინონ, რომ ამ კრიზისის დასრულება არის საქართველოს ინტერესებში და ამას თუ გავიგებთ კარგი იქნება. მკაფიო მესიჯები აქამდეც იყო და 19 აპრილსაც იქნება, მაგრამ ნებისმიერ გზავნილს სწორი წაკითხვა და სწორი გააზრება სჭირდება და იმედი მაქვს ჩვენს პოლიტიკურ კლასს ამის უნარი კიდევ შერჩენილი აქვს”, – განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეო კონფერენცია გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. როგორც მოსალოდნელია, განსახილველ საკითხებს შორის იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში, ასევე ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), იგივე ირანის ბირთვული შეთანხმება.

კომენტარები

2021-04-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 645 ტესტი ჩატარდა

შემდეგი სტატია

ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

მსგავსი სტატიები

ვაპირებ ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად

ვაპირებ ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2020
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით აკაკი ზოიძემ განმარტება გააკეთა

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით აკაკი ზოიძემ განმარტება გააკეთა

14 მაი 2018
ზურაბ ბატიაშვილი: პუტინი განწირულია მარცხისთვის

ზურაბ ბატიაშვილი: პუტინი განწირულია მარცხისთვის

ნინო ჩხეიძე 26 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge