NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

16 აპრ 2021 საზოგადოება 683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რუსთაველის თეატრი უნდა დატოვოს მსახიობმა ბესო ზანგურმა. მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს არა მხოლოდ ნინუცა მაყაშვილმა, არამედ ბესო ზანგურმაც:

„კარგი იქნება თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს იმიტომ, რომ მე მოწოდების გარდა არაფრის გაკეთება არ შემიძლია”,- უთხრა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებს მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციასა და დასთან შეხვედრის დაწყებამდე. წულუკიანის თქმით, კულტურის მინისტრს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ მსახიობი თანამდებობიდან გადააყენოს.

რაც შეეხება იმას, რომ ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრისგან ძალადობის შესახებ მხოლოდ 11 წლის შემდეგ განაცხადა, თეა წულუკიანის თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან:

“გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები, და არა მხოლოდ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, რაც გულისხმობდა ევროპაში ყველაზე ძლიერი, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ინსტრუმენტის ხელმოწერას. ეს გახლავთ სტამბულის კონვენცია, რომელსაც მე ხელი მოვაწერე 2014 წელს თქვენი ყველას, ქართველი გოგოების და ქალების სახელით“.

თეა წულუკიანი აცხადებს –  კარგია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ პოლიციასთან ერთად წარმოებულმა ორწლიანმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და დღეს შედარებაც კი არ შეიძლება, იმდენად ღიად საუბრობენ ქალები წარსულ ძალადობაზე:

“ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვერ ვუსაყვედურებთ იმას, რატომ არ ილაპარაკე დროზეო. ეს არ არის არასდროს სწორი და გამართლებული. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას – მეზობელს, ნათესავს, კოლეგას, რომლებმაც ამის შესახებ უფრო კარგად და დეტალურად იციან ხოლმე ვიდრე პოლიციამ, რომ ხმა ამოიღონ, იმოქმედონ. არ შეიძლება სიჩუმე“.

კულტურის მინისტრმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მიმართა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, რადგან “უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვა გოგოების და ქალების უფლებების დაცვისთვის, თუ როგორ მოიქეცვა ის ამიერიდან და დადებს, თუ არა იმ ინფორმაციას, რაც მას რა თქმა უნდა, აქვს, რომ სხვა მაინც გადაარჩინოს და სხვა მაინც იყოს დაცული”.

კომენტარები

TOP ბესო ზანგური თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილი 2021-04-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბესო ზანგური თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

შემდეგი სტატია

საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

მსგავსი სტატიები

ვაზიანი-შუამთის მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი დაწესდა

ვაზიანი-შუამთის მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი დაწესდა

19 იან 2018
პატრიარქი: სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა

პატრიარქი: სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა

01 იან 2018
“ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან…”

“ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან…”

ნინო ჩხეიძე 29 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge