NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

16 აპრ 2021 სამართალი 672 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, გიორგი მენაბდემ სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა, თუმცა, ექსპერტიზამ სისხლის დადგენა მაინც შეძლო.

მირიან მეგრელიშვილის თქმით, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, „ბარბაქაძე აქამდეც ამბობდა, რომ მენაბდე სარალიძეს ურტყამდა, ახლა კი ამ საგანს სახელი დაარქვა და თქვა, რომ დანას ურტყამდა”.

ადვოკატ დავით დადიანის განცხადებით კი, მენაბდე უდანაშაულოა. ადვოკატის თქმითვე, გუგა ბარბაქაძემ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, „6 აპრილს გაიღვიძა და თქვა, რომ გიორგი მენაბდეს ხელში დანა დაუნახა”.

დადიანის განცხადებით, მთელი 3 წლის განმავლობაში, გიორგი მენაბდეს ქვეყნიდან წასვლის საშუალება ჰქონდა, თუმცა, მას ეს არ გაუკეთებია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაურეკეს და უთხრეს, რომ აცრასთან დაკავშირებით უნდა დალაპარაკებოდნენ და ასე დაიჭირეს.

დადიანი ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებულ ბარბაქაძის ჩვენებას. ის დაინტერესდა, თუ რატომ დაკითხეს ბარბაქაძე მაშინ, როცა მას არაერთხელ აქვს ჩვენება მიცემული და სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაშია შესული.

პროკურორის განცხადებით კი, ამ წლების განმავლობაში გამოძიება არ დასრულებულა და ბარბაქაძის გარდა, ბოლო ერთ თვეში ათამდე პირი დაიკითხა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ – გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები

TOP გიორგი მენაბდე დავით სარალიძე 2021-04-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი მენაბდე დავით სარალიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

შემდეგი სტატია

ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

მსგავსი სტატიები

„ოთარ ფარცხალაძე მზადაა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს“

„ოთარ ფარცხალაძე მზადაა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს“

სოსო ელისაშვილი 11 ოქტ 2018

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

27 დეკ 2017
შსს-მ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა

შსს-მ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა

19 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge