NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»„გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს – უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!

„გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს – უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!

12 აპრ 2021 საინტერესო 432 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გირჩის“ ტაქტიკა ცოტა უცნაურია – ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ერთმანეთს ალბათ, 50-ჯერ შეხვდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, „გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს.

ელისაშვილის აზრით, მათ უფრო თამამი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

„არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ და რაზე – არა, ამ შვიდ პუნქტზე ისაუბრეს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მათი ტაქტიკა ცოტა გაუგებარია. მათ შეეძლოთ, საჯარო შეხვედრა გაემართათ, შვიდი პუნქტი წარედგინათ, ულტიმატუმად ეთქვათ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და ხელიც გვაქვს მოწერილი. მაგალითად, ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს და ადამიანს უფლება ჰქონდეს, მოსამართლე აირჩიოს. ასევე პოლიციის შერიფები აირჩიონ. ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება და ძალიან დემოკრატიული. შვიდი პუნქტის თქმა და ერთი მაინც დაგვიკმაყოფილეთ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ჩვენ რა პუნქტებიც გვქონდა, დაგვიკმაყოფილეს. სიტყვა არც ჩვენ გაგვიტეხია და არც „ქართულ ოცნებას“. საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა. დახურულ კარს მიღმა რომ ხვდებოდნენ, არც ერთი არ მალავდა. რაზე ლაპარაკობდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს. საარჩევნო ბარიერის საკითხი ინიცირებულია ანუ, შვიდიდან რაც დააყენეს, ერთია. მოვიდნენ, ხმები გაძლიერდება. უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას.

„� ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული

სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

� კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.

� რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ.

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

� პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.

� ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

� რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.

� მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“, – ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

2021-04-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვინც პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს და ფეხს არ უცვლის თავის პოზიციას, ამ ქვეყნის მტერია

შემდეგი სტატია

უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

მსგავსი სტატიები

იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ – უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით

იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ – უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით

ირაკლი შალიკაშვილი 27 ივლ 2021

Do I Really Have to Pay Someone to Do My Homework?

11 თებ 2021

მაია ბეონას რბილი და დაუმორჩილებელი ფოტოები

21 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge