NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

11 აპრ 2021 პოლიტიკა 582 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ „გირჩის სამეფო“ ჯგუფში ვიწყებთ საუბარს, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ მოხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათი გეგმა შესაძლოა, ხვალ უკვე გასაჯაროვდეს.

„არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან და სხვა ოპოზიციასთან საერთაშორისო თანამეგობრობის და ამ კვირას შეიძლება, რაღაც მოხდეს. გვახსოვს, გიორგი ვაშაძის განცხადებაც, რომ აქვს გარკვეული ინფორმაცია და სხვა წყაროებიც არსებობს, რომ რაღაც ხდება ამ კვირაში. თუმცა, არ მინდა მცდარი მოლოდინები შევქმნა საზოგადოებაში, რადგან მე ბევრი ასეთი კვირა ვიცოდი. ჩვენ ფაქტობრივად, „გირჩის“ სამეფო ჯგუფში ვიწყებთ საუბარს, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ მოხდება, დაველოდებით ადეკვატურ ფარგლებში სიტუაციას, მაგრამ ჩვენ შიდა ჯგუფში უკვე ვიწყებთ საუბარს, ჩვენი გეგმა ხვალიდან და ზეგიდან უკვე საჯაროდ იქნება ცნობილი. ეს გეგმა უკვე არსებობდა კვირის დასაწყისში, თუმცა, ჩვენ გვინდოდა კონსენსუსით გირჩის მმართველ ორგანოში გადაგვეწყვიტა ეს, რომ ყველა თანახმა ყოფილიყო. შეიძლება შეთანხმება ახლოს იყოს, მაგრამ გვინდა მსჯელობა იყოს იმ შემთხვევაზეც თუ ეს შეთანხმება ვერ შედგება, ეს გეგმა მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ შეთანხმება არ უნდათ,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია ამ გეგმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან „გირჩის“ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყვა, რადგან ხელისუფლებამ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებზე უარი თქვა.

ხვიჩია ამბობს, რომ ახლა ისინი მზად არიან საკუთარ პოზიციაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ, რათა მეორე მხარემაც გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

„ხელისუფლებასთან ჩვენ დიდი ხანი ვერ შევთანხმდით, მივიღეთ ეს მოცემულობად, არ ვაყენებთ შეურაცხყოფას ერთმანეთს, არ ვლანძღავთ, მაგრამ ვერ შევთანხმდით. პროპორციული არჩევნები და ბუნებრივი ან მასთან მიახლოებული ბარიერი იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ვევაჭრებოდით ხელისუფლებას. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ადამიანებს ჩვენ მოვაგროვებდით თუ ხელისუფლება დადებდა ჩვენთვის სასურველ ცვლილებას მაგიდაზე, ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. ჩვენ მზად ვიყავით, არავინ რომ არ წამოსულიყო ამაზე, მარტო შევსულიყავით პარლამენტში, შეიძლება არ ეყოფოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიძლება ჩვენ წაგვეგო ეს თამაში, მაგრამ ჩვენ ვიღებდით პასუხისმგებლობას, რომ ხალხს შევიყვანდით. არ გვაქვს ხელისუფლებასთან კიდევ შეხვედრის პრობლემა, მაგრამ ვერ ვთანხმდებით ფიზიკურად, ამიტომ დრო უნდა გავიდეს, რომ სხვანაირად დაინახონ მხარეებმა სიტუაცია, ანუ სიტუაცია რომელიმემ უნდა შეცვალოს, რომ მეორე მხარესაც მოუწიოს საკუთარი ნაბიჯების გადმოდგმა, ვინაიდან, ვერ შევთანხმდით, ჩვენ ვაპირებთ რაღაც შევცვალოთ, რომ მეორე მხარესაც მოუწიოს ნაბიჯების გადმოდგმა,“- განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

TOP იაგო ხვიჩია 2021-04-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იაგო ხვიჩია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

 ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

შემდეგი სტატია

“ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

მსგავსი სტატიები

თორნიკე რიჟვაძე: პროგრამის „აწარმოე საქართველოში” რეგიონული ცენტრი ხელს შეუწყობს აჭარაში არსებული პოტენციალის რეალიზებას

თორნიკე რიჟვაძე: პროგრამის „აწარმოე საქართველოში” რეგიონული ცენტრი ხელს შეუწყობს აჭარაში არსებული პოტენციალის რეალიზებას

17 აგვ 2018
დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას

დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას

ირაკლი შალიკაშვილი 23 დეკ 2020
სტოლტენბერგი: ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან

სტოლტენბერგი: ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან

ირაკლი შალიკაშვილი 10 იან 2022

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge