NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

10 აპრ 2021 პოლიტიკა 498 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ქვეყანა უფსკრულის ზღვარზეა მიყვანილი.

„დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უფსკრულში გადაჩეხავს ქვეყანას, თუ ეს დასჭირდა და უკვე ვხედავთ, რომ ამ უფსკრულის ზღვარზეა მიყვანილი ეს ქვეყანა; მხოლოდ იმის გამო, რომ იმ ადამიანს და მის გარემოცვას – პოლიტიკურ „კლოუნებს“ და არარაობებს სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ისინი იყენებენ ყველა მეთოდს, ძალადობას, პოლიტიკური ლიდერების, პოლიტპატიმრების დაპატიმრებას, ჩვენი კონკურენტი და გარკვეული საკითხებში პარტნიორი პოლიტიკური პარტიის ლიდერი დღეს ციხეშია. სხვა ადამიანები – სამოქალაქო აქტივისტია ციხეში იმის გამო, რომ დაუპისრისპირდა ამ რეჟიმს. ეს მეთოდები არ შეჩერდება დღეს და ხვალ, ისინი გააგრძელებენ ჩვენი მთავარი მტრის, პუტინის რუსეთის შავრაზმული იდეოლოგიის გამოყენებას იმისთვის, რომ დაყონ საზოგადოება, გადაკიდონ ერთმანეთს ხალხი და როგორმე ამ სიძულვილზე დაამყნონ საკუთარი ძალაუფლება. მგონი ყველას გვესმის, რომ ამ ქვეყანას არათუ წინსვლის, გადარჩენის შანსი არ აქვს, თუ ივანიშვილის რეჟიმი არ ჩამოვაცილეთ ძალაუფლებას. ამ საქმეში „ევროპული საქართველო“, თქვენ, ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამ ბრძოლის ავანგარდში მანამ, ვიდრე არ ჩამოვაცილებთ ძალაუფლებას ამ რეჟიმს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს განსაკუთრებული როლი, რომ ააშენოს ქვეყანა, რომელიც იქნება გარე მტრისგან დაცული, ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი სასამართლოთი, კერძო საკუთრებით, ეკონომიკური თავისუფლებით და ყველა მოქალაქის თანასწორი შანსით, რომ ისწრაფოდეს ბენიერებისკენ.

„არის მეორე საფრთხეც, როცა ამ სამარცხვინო რეჟიმს ებრძვი. ეს არის საფრთხე, რომ არ დაემსგავსო მას. რომ არ გადაგძლიოს ცდუნებამ, რომ რეჟიმი, რომელიც იყენებს ცილისწამებას, ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს, დაყოფას ადამიანების, ძალადობას, ტყუილს, ცრუ დაპირებებს, „გადაგდებას“, როგორც მეთოდს, ჩვენც ხომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს მეთოდები იმისთვის, რომ დავამარცხოთ ისინი და მერე ვმართოთ ქვეყანა. არა, სწორედ ამაშია „ევროპული საქართველოს“ განსაკუთრებული როლი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმის სადარაჯოზე, როცა ასეთ სამარცხვინო პოლიტიკურ მონსტრს ებრძვი, მას არ დაემსგავსო ამ ბრძოლაში და ქვეყანას კიდევ ერთხელ არ უბიძგო უფსკრულისკენ უკვე კეთილშობილური მიზნის ქვეშ. ჩვენ ვიქნებით იმის სადარაჯოზე, რომ მარტო ივანიშვილის რეჟიმი კი არ უნდა დამარცხდეს, ამის მერე უნდა გამოვრიცხოთ საფრთხე, რომ როდესმე, რომელიმე მთავრობა გახდეს გარე მტრის შემდეგ მთავარი საფრთხე საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებისთვის. თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც იქნება გარე მტრისგან დაცული, ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი სასამართლოთი, კერძო საკუთრებით, ეკონომიკური თავისუფლებით და ყველა მოქალაქის თანასწორი შანსით, რომ ისწრაფვოდეს ბენიერებისკენ და თავისი შრომით მოიპოვოს ეს ბედნიერება“, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

TOP გიგა ბოკერია 2021-04-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიგა ბოკერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

შემდეგი სტატია

Edited at 03.11.2020 – Romeo and juliet characters

მსგავსი სტატიები

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს

ირაკლი შალიკაშვილი 25 ნოე 2020
“ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი”

“ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი”

ირაკლი შალიკაშვილი 28 აპრ 2021

წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 50 დეპუტატიდან 10 ქალია

22 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

  • დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

    დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge