NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

“ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

10 აპრ 2021 პოლიტიკა 735 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელებმა და ქართული დელეგაციის წევრება მთელი რიგი საკითხები განიხილეს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, რეგიონში განვითარებული მოვლენების, ნატო-სთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოს აქტიური წვლილის შესახებ ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით.

გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო დალოგი მოკავშირე და ქართველ კანონმდებლებს შორის გაიმართა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მას შემდეგ რაც შუამავლობის კიდევ ერთი მცდელობა ჩაიშალა.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება.

„ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა განაგრძოს“, – განაცხადა კონოლიმ.

აქვე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა. კონოლიმ დაადასტურა ასამბლეის მუდმივი მზადყოფნა „ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე მხარი დაუჭიროს საქართველოს“.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ჯერალდ კონოლიმ „წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო“ ქმედებები უწოდა.

მან ასევე, დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია და დაადასტურა ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები

TOP კრიზისი ნატო ჯერალდ კონოლი 2021-04-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კრიზისი ნატო ჯერალდ კონოლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

 ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

შემდეგი სტატია

Edited at 08.04.2020 – Citation maker

მსგავსი სტატიები

“ირაკლი კობახიძეს სავსე და ცარიელი ხელები რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა?!”

“ირაკლი კობახიძეს სავსე და ცარიელი ხელები რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა?!”

ნინო ჩხეიძე 15 მარ 2021
სააკაშვილი: მინდა მოვუწოდო ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით

სააკაშვილი: მინდა მოვუწოდო ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით

ირაკლი შალიკაშვილი 07 თებ 2022
ივანიშვილი ვერდიქტის მოლოდინში – მმართველი გუნდი დღეს როსტომ მეფის სასახლეში შეიკრიბება

ივანიშვილი ვერდიქტის მოლოდინში – მმართველი გუნდი დღეს როსტომ მეფის სასახლეში შეიკრიბება

24 იან 2019

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge