NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე – ბოლო ნახტომი

ლილი ფოფხაძე – ბოლო ნახტომი

09 აპრ 2021 კულტურა 912 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ბოლო ნახტომი
ღამის თორმეტი საათია. ქალაქის გარეუბანში ვარ. მეგობრის დაბადების დღიდან გამოვიპარე. სხვა რა გზა მქონდა, შეზარხოშებული სტუმრები დაშლას არ აპირებდნენ, დილამდე უნდა “შევუბეროთო”. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ფეხის ხმა შემომესმა. დავიძაბე. უკან მოვიხედე და ვიღაც წვერებიანი მამაკაცი ჯიბეებში ხელჩაწყობილი რწევა-რწევით მოსეირნობდა…ნეტავ მთვრალია? იმ დღეს ჩემი მეზობლები ლაპარაკობდნენ, თურმე თბილისში მანიაკი დაძრწის, მარტოხელა ქალებს უსაფრდება, მიეპარება, კისერში თოკს წაუჭერს, დაახრჩობს და გარბის. ვაი, დედა…ღმერთო, მიშველე, ეს ხომ არ არი, ვითომ არხეინად რომ მოაბიჯებს…ალბათ ეგ არი…რა თქმა უნდა, ეგ იქნება… უცებ მოვწყდი ადგილიდან და რაც ძალი და ღონე მქონდა, გავიქეცი, მაგრამ შორს არ წავსულვარ, ვერ შევძელი, მუხლები მეკეცებოდა. ისევ მოვიხედე უკან, ვაჟბატონი უკვე ჩქარი ნაბიჯით მობრძანდებოდა. თითქმის მორბოდა. მიშველეეთ!- ვიყვირე გულგახეთქილმა, მაგრამ ამაოდ, ყელიდან ხმა არ ამომდიოდა. ვაიმეე!-ავღრიალდი დაფეთებული და ქალის კისკისი შემომესმა. ვიღაც მეხუტებოდა და მამშვიდებდა,-დაწყნარდი, რა მოგივიდა, რა დაგესიზმრაო.
თვალი გავახილე და საოცარი შვება ვიგრძენი. ტოტებგაშლილი ხის ქვეშ ვიჯექი, ოკეანის ახლოს, ფერდობზე, სადაც უქმე დღეებში ვიკრიბებით ხოლმე. ეს დარეჯანია, მე რომ მამშვიდებდა, ერთგული მეგობარი და ჩვენი ნუგეში ამ უცხო ცის ქვეშ. მერაბიც მოსულა- ჩემი გოგოების სიყრმის მეგობარი. ყველანი აქ არიან. მიხარია მათი დანახვა. მთელი დღე ერთად ყოფნა კი ნამდვილი დღესასწაულია. აქ, ჩვენს შორის, ყველაფერი ზიარია-სიხარულიც და ტკივილიც, მონატრებაც და იმედიც.
ვიდრე ერთმანეთს ახალ ამბებს ვუყვებოდით და მწვადიც შიშხინებდა, მეზობლად, ჩვენთან საკმაოდ ახლოს ამერიკელთა მოზრდილი ჯგუფი “დაბინავდა”. თვალის დახამხამებაში მოაწყვეს იქაურობა. დიდი კარავი გაშალეს. სამი ქალი დატოვეს პურმარილის ამოსალაგებლად და სუფრის გასაშლელად. დანარჩენებმა კი იქვე, მინდვრის პატარა მონაკვეთზე წრიულად დააფინეს პატარა ხალიჩები და ფეხმორთხმული დასხდნენ. უცებ თითქოს ციდან დაეშვაო, ამ ჯგუფს წარმოსადეგი, ჭაღარა მამაკაცი შემოუერთდა. ყველას მიესალმა, მოიკითხა და მისთვის წინასწარ მომზადებულ სავარძელში ჩაჯდა. ჩუმად საუბრობდნენ. სიტყვები ჩვენამდე ვერ აღწევდა, მაგრამ ხმას მაინც არ ვიღებდით, ხელი რომ არ შეშლოდათ. ამ დროს კარავში მოფუსფუსე ქალთაგან ერთ-ერთმა მოირბინა და მარილი გვთხოვა. გაოცებული სახეებით რომ შევეგებეთ, სცადა მოკლედ აეხსნა, რა ხდებოდა მათთან: სავარძელში რომ კაცი ზის, ჩემი მეუღლეაო, 10 წლის წინათ ერთადერთი ვაჟი დაგვეღუპა, “გოლდენ გეითის” ხიდიდან გადახტა. სასოწარკვეთილებმა მოვძებნეთ ოჯახები, ვისაც იგივე უბედურება დაატყდა თავს იმავე ადგილას. ჩვენს ერთობას ჩემი მეუღლე ჩაუდგა სათავეში და ყოველ წელიწადს, მაისის თვეში ხიდზე ვიკრიბებით, ოკეანის ტალღებს ვატანთ ყვავილებს, მერე აქ მოვდივართ და სუფრას ვშლით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
ბოლომდე არ დაგვცალდა საუბარი. როგორც შევატყვეთ, ყველაზე მღელვარე წუთების მოწმენი ვხდებოდით. “გოლდენ გეითი” ანუ “ოქროს კარიბჭე” სან ფრანცისკოს მშვენებაა  და ალბათ სავიზიტო ბარათიც…ცუდ ამინდშიაც კი ზღაპრული შესახედია, როცა ნისლში ჩაკარგული სადღაც შორს, ჰორიზონტს მიღმა უჩინარდება. გახსნის დღიდან აქ 2000-ზე მეტი ადამიანი დაემშვიდობა სიცოცხლეს. ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან, მოიჩქარიან სიკვდილთან შესახვედრად.
ეს საშინელი ფიქრები მიტრიალებდა თავში, როცა დაღუპულთა ოჯახის წევრები რიგში დგებოდნენ და ხელში კონვერტები ეჭირათ. ამ დროს ახალგაზრდებმა მტრედებით სავსე დიდი გალია მოიტანეს. კონვერტები გვერდით დაუწყვეს, ჭაღარა მამაკაცს გალიიდან გამოჰყავდა მტრედი, ფეხზე წითელი ბაფთით აბამდა კონვერტს და სათითაოდ აწვდიდა დაღუპულთა ახლობლებს, ისინი კი ფრინველს გულში იხუტებდნენ, კოცნიდნენ და ჰაერში ისროდნენ. მტრედები თავზე დაგვტრიალებდნენ და მერე უცებ გაუჩინარდნენ. ჭაღარა მამაკაცი და ერთობის სხვა წევრები კარავში შევიდნენ. ერთბაშად შევცბით ყველანი – გაშლილი სუფრის ზემოთ, გაბმულ თოკზე დაღუპულთა სურათები ეკიდა, ლამაზი გოგო-ბიჭები იყვნენ….
ერთ საათში წამოვედით. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, შვილებს ვთხოვე, ქართული სიმღერები ჩამირთეთ-მეთქი. “ჩემ სიზმრებში დანახულო, იქნებ ვეღარც გინახულოო”- მღეროდა ვიღაც ქართველი ემიგრანტი. გული დამიმძიმდა. სადაც უნდა წახვიდე, თუნდაც ქვეყნის დასალიერში, სამშობლო მაინც შენთანაა, არ მიგატოვებს…
ღამე ცუდად მეძინა. მტრედები არ მასვენებდნენ. ნეტავ საით გაფრიდნენ, ვისთან მივიდნენ, ვის მიუტანეს ცრემლიანი სიყვარულის ბარათები…

კომენტარები

ლილი ფოფხაძე 2021-04-09
ნინო ჩხეიძე
Tags ლილი ფოფხაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ”

შემდეგი სტატია

რევაზ ბოჭორიშვილი: ეს არის სიმპტომები, რომელთა გაჩენის შემთხვევაში, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდგომ ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს…

მსგავსი სტატიები

წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგები და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები.

29 აგვ 2017
1-ელ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე The Chemical Brothers კონცერტს გამართავს

1-ელ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე The Chemical Brothers კონცერტს გამართავს

03 აგვ 2018
34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

ნინო ჩხეიძე 22 იან 2021

უახლესი ამბები

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

  • ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

    ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

  • Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

    Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge