NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია გაჩეჩილაძე (უცნობი) – გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა …

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) – გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა …

09 აპრ 2021 პოლიტიკა 720 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ, – ამ სიტყვებით მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, უფალი ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ.

„აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია, ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება, აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ყველაფერზე, რაც ხდება, აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო სტუმარ-მასპინძლის, „აი იასი“, „ვეფხვისტყაოსნის“, დიმიტრი უზნაძის, ნიკო მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხივიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების. ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ ვერა. ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დადაბდეს ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა. ეს საქართველოა „მრავალჟამიერის“, „ჩაკრულოსი“, ეს საქართველოა „შენ ხარ ვენახის“ და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული. მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, სკვერს, სადაც მოქალაქეების შეკრება მიმდინარეობს, ეწოდება ტოლერანტობის სკვერი და ამაზე შეთანხმდა ყველა კონფესიის წარმომადგენელი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

„თავიდანვე ასე იყო, ეს ქალაქი ყველას იტევდა, იტევდა ქრისტიანსაც, მუსლიმანსაც, კათოლიკესაც, ყველას. აქ უნდა აღმართულიყო ძეგლი, რომელსაც დაეწერებოდა „ღმერთი სიყვარულია“, ეს არ შედგა. აქ დაიდგა ბერლინის კედელი. ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება. სამი რამე, რომელიც გადასარჩენია და დასაცველია, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება, ჩვენ ვდგავართ ჩვენს მამულზე და მამულში, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. დავიცავთ იმ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომელსაც ყოველთვის იცავდა ჩვენი წინაპარი. ეს ის ხიდია, სადაც მტკვარი წითლად შეიღება, სადაც აბო თბილელის წამება მოხდა. სპეციალურად გავივლით, სანაპიროთი ჩავუვლით კათოლიკოს-პატრიარქს მივაგებთ პატივს, ტაშით ვეტყვით მადლობას, შემდეგ გადავინაცვლებთ „დედაენის ბაღში“, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ გონიათ, რომ უნდათ და გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა, ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგოთ. მაგრამ არაუშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

TOP გია გაჩეჩილაძე 2021-04-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია გაჩეჩილაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ გვაინტერესებს, რა გავლენა აქვს სააკაშვილს ოპოზიციაში – ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს

შემდეგი სტატია

9 აპრილის გმირებს! ძალა ერთობაშია!

მსგავსი სტატიები

“ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება”

“ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება”

ნინო ჩხეიძე 31 მაი 2021
პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ნინო ჩხეიძე 29 დეკ 2021
პრეზიდენტი: „დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას“

პრეზიდენტი: „დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას“

სოსო ელისაშვილი 14 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge