NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული

08 აპრ 2021 სამართალი 101 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული მელია.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

კომენტარები

TOP ნიკა მელია 2021-04-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სტრიქონებს შორის აზრს თუ ამოვიკითხავთ, ნიშნავს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს

შემდეგი სტატია

აქვს თუ არა “ფაიზერსა” და “მოდერნას” რეაქციის მომატებული რისკი ალერგიულ პაციენტებში

მსგავსი სტატიები

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო განხილვები იწყება

26 სექ 2018
ქედაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ დეტალები ვრცელდება

ქედაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ დეტალები ვრცელდება

01 ნოე 2018
შსს-მ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

17 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge