NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მოთხოვნები ძალაში რჩება, უბრალოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს

მოთხოვნები ძალაში რჩება, უბრალოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს

08 აპრ 2021 პოლიტიკა 580 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებისა და მისი გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება სიგნალი, რომ მოლაპარაკებებისთვის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მოლაპარაკებები შესაძლოა, გაგრძელდეს. ამასთანავე, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლება არ არის საკმარისი, რადგან გიორგი რურუას ასევე არის პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართაც უნდა შეწყდეს დევნა.

„ძალიან რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, იმიტომ, რომ ყველასთავის ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვა მხრიდან და სხვა ოთახში. ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ და დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან.

იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ შესაძლოა, დატოვებული არის, მაგრამ ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ნიკა მელიასთან ერთად, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკური დევნილია ამ ხელისუფლების მხრიდან და უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა. კიდევ ერთი, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ და არც ნიკა მელია თავადაც, რომ ივაჭროს საკუთარი გათავისუფლებით, ამიტომ ის მოთხოვნები, რომლებიც აქამდე იყო, ყველა მათგანი ძალაში რჩება, უბრალოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება ის სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

კომენტარები

2021-04-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აქვს თუ არა “ფაიზერსა” და “მოდერნას” რეაქციის მომატებული რისკი ალერგიულ პაციენტებში

შემდეგი სტატია

თუ „ქართული ოცნება“ მიხვდება, ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში დიდი თავის ტკივილი მოშორდება

მსგავსი სტატიები

“ის,რაც გააკეთა ოკუპანტმა, მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში უნდა დარჩეს”- პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

“ის,რაც გააკეთა ოკუპანტმა, მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში უნდა დარჩეს”- პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

25 თებ 2018
ყაველაშვილი: დაიწყეს ახლა თემით სპეკულირება, ბიძინა ივანიშვილი ისევ, ისევ რუსეთთან მიერთება და ა.შ.

ყაველაშვილი: დაიწყეს ახლა თემით სპეკულირება, ბიძინა ივანიშვილი ისევ, ისევ რუსეთთან მიერთება და ა.შ.

ნინო ჩხეიძე 26 აპრ 2022
გია ხუხაშვილი: …ვფიქრობ, ამ ტაქტიკის ნაწილია მთელი ყურადღების გადატანა ზუგდიდზე, რათა გადაიფაროს ის გადამწყვეტი პროცესი, რაც თბილისში მიმდინარეობს

გია ხუხაშვილი: …ვფიქრობ, ამ ტაქტიკის ნაწილია მთელი ყურადღების გადატანა ზუგდიდზე, რათა გადაიფაროს ის გადამწყვეტი პროცესი, რაც თბილისში მიმდინარეობს

ნინო ჩხეიძე 23 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge