NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის

კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის

08 აპრ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 183 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქმნის.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება.

„შეზღუდვების შემსუბუქების და მობილობის გაზრდის ფონზე ეს რამდენადმე მოსალოდნელიც იყო. თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიზე, რაც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რთული გადასატანი როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს აქტივობებისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, 15 700-მდე ადამიანია აცრილი ამ დილის მდგომარეობით. ვაქცინაცია გრძელდება და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. აქტივობაც იზრდება. გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში იმისთვის, რომ მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, აქტივობა ძალიან დაბალია. დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია. ჩვენი მიზანია დღეში 3 ათასი ადამიანი აიცრას“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება მესამე ტალღას, როგორც გაბუნია აცხადებს, ტალღა ფიქსირდება მაშინ, როდესაც შემთხვევების მატება ძალიან მკვეთრია.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ აშკარად ვხედავთ მატების სურათს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამას სერიოზული გავრცელება ექნება, მაგრამ საყურადღებოა იმისთვის, რომ სწორედ მესამე ტალღა არ მივიღოთ და ფართო, სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას 30 წლამდე პირებში, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღის ბოლომდე, ექსპერტების მსჯელობის შემდეგ, პოზიცია სრულად ჩამოყალიბდება.

კომენტარები

2021-04-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იძახის, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა

შემდეგი სტატია

კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

მსგავსი სტატიები

„ქართული ოცნება“ „მუღამში“ შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს

„ქართული ოცნება“ „მუღამში“ შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს

ირაკლი შალიკაშვილი 27 იან 2020

„მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან“

12 ნოე 2018
აქციის დაშლა არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი პარლამენტის შენობაზე

აქციის დაშლა არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი პარლამენტის შენობაზე

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge