NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ბულბულაშვილს” სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა – “პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება

„ბულბულაშვილს” სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა – “პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება

08 აპრ 2021 პოლიტიკა 140 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ბულბულაშვილს” სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ ის არის ნაძირალა, მატყუარა იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გირაო და უსინდისოა, „პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიონალიზმი და პროფესიული ღირსება. ყველა პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და გამოვა, არის ვიგინდარა, უვიცი, მატყუარა ან შეგნებულად ატყუებს ხალხს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნლისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველი დღე ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის, არის მძიმე ქვეყნისთვის და “ქართული ოცნებისთვის”.

„არ არსებობს ნიკა მელიას შემთხვევაში საპატიმრო გირაო. გირაო გაუქმებულია და ყველა პროკურორი, რომელიც ამბობს: გადაიხადოს და გამოვა, არის ვიგინდარა, უვიცი, მატყუარა ან შეგნებულად ატყუებს ხალხს. პროცესი ასეთია – უნდა მოვიდეს პროცესზე, პროკურატურამ ან მეორე მხარემ უნდა დააყენოს შუამდგომლობა გირაოს ან საპატიმრო ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, მოსამართლემ უნდა დააკმაყოფილოს, პატიმარი უნდა გამოვიდეს და მერე იმ ვადაში გადაიხადოს ან არ გადაიხადოს. მარტივად, რომ ვთქვათ ჯერ უნდა გამოვიდეს ციხიდან და მერეა შესაძლო გირაოს გადახდა, ამიტომ ყველა პროკურორი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვინც ამას იძახის, არის შეგნებული მატყუარა და თუ ეს ასე არ არის, დამიდონ კანონი და მე ბოდიშს მოვუხდი და თუ ეს ასეა, გამოვიდნენ და თქვან, რომ იტყუებიან. კონსტიტუციასაც თავზე ახევენ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსაც და ეს ვიგინდარა “ბულბულაშვილი” ამას შვება უკვე მეორეჯერ. პატიმარია და პრაქტიკულად არჩევანიც არ აქვს მოსამართლეს. ნიკა მელია გააძევა სამი-ოთხი თვის წინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო პატიმარი და როდესაც ადამიანი პატიმარია, ის ირჩევს, ის წყვეტს უნდა თუ არა, რომ პროცესს დაესწროს. ნიკას, როგორც პატიმარს აქვს უფლება მოვიდეს პროცესზე ან არ მოვიდეს ამასაც ამბობს კანონი.

13-ში რა მოხდება, მე ვერ ვიმარჩიელებ, ამათ თავში რა მოიხარშება მე არ ვიცი. მე ვიცი ერთადერთი რამ, ყოველი დღე ნიკას პატიმრობის, ისევე როგორც გიორგი რურუას პატიმრობის, არის მძიმე ქვეყნისთვის და “ქართული ოცნებისთვის”. “ქართული ოცნებისთვის”, რომ ეს მძიმეა მე, რა თქმა უნდა, არ მადარდებს, მაგრამ მადარდებს, რომ ეს არის ქვეყნისთვის მძიმე. აქ რომ მოვიდა ეს „ბულბულაშვილი“, სადაც ვნახავ პირში ვეტყვი, რომ ის არის ნაძირალა, მატყუარა იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გირაო და უსინდისოა, „პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიონალიზმი და პროფესიული ღირსება, როდესაც ასე ურცხვად ცდილობს ხალხი მოატყუოს”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

2021-04-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

შემდეგი სტატია

ტოვებს თუ არა “სტრატეგია აღმაშენებელს” თაკო ჩარკვიანი

მსგავსი სტატიები

სოზარ სუბარი: …მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, რომელიც ქვეყნის გარეთაა

სოზარ სუბარი: …მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, რომელიც ქვეყნის გარეთაა

ნინო ჩხეიძე 18 თებ 2021
შსს-მ რა თქმა უნდა, შეცდომა არ დაუშვა – მეზვრიშვილი ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განმარტებებს აკეთებს

შსს-მ რა თქმა უნდა, შეცდომა არ დაუშვა – მეზვრიშვილი ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განმარტებებს აკეთებს

სოსო ელისაშვილი 14 მაი 2019
სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს, ვერ გაქრება, შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა არასერიოზულია

სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს, ვერ გაქრება, შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა არასერიოზულია

ირაკლი შალიკაშვილი 16 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge