NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე – შინაყუდას ნაამბობი

ლილი ფოფხაძე – შინაყუდას ნაამბობი

07 აპრ 2021 კულტურა 504 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
შინაყუდას ნაამბობი
არ მოველოდი, ნამდვილად არ მოველოდი, ასეთ დავიდარაბაში თუ ამოვყოფდი თავს. მე და ქეთინო დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. სკოლაც ერთად დავამთავრეთ და უნივერსიტეტიც. ბედიც ერთი დაგვირჩა. გათხოვება დაგვიგვიანდა. ამას წინათ მეგობრის ქორწილში წავედით. ვისხედით ჩვენთვის, სუფრის ბოლოში, ორი გაუთხოვარი დიაცი – ორი შინაყუდა და სტუმრებს ვათვალიერებდით. ცოტა ხანში ვიღაც სიმპათიური ყმაწვილი გამოგვეცხადა და გაგვეცნო. მერე გვერდზე მოგვისკუპდა და აღარ მოგვშორებია. მეორე დღეს რესტორანში დაგვპატიჟა, მერე თეატრში, მერე კინოში და ” სამეული” შეიკრა… ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, საკმაოდ განათლებული და საოცარი იუმორის პატრონი. მოკლედ, მასთან არ მოიწყენდი. მალე ახალი წელიც გვეწვია. ნიკამ რესტორანში ზღაპრული სუფრა გაშალა და საჩუქრებიც დაგვახვედრა. ცალკე ოთახში ვისხედით და შევჭიკჭიკდით თუ არა, სიცილით ავიკელით იქაურობა. ახალი წელი რომ მივულოცეთ ერთმანეთს, ნიკა ფეხზე წამოდგა და სიყვარულის სადღეგრძელო შესვა, უცებ მეც წამომაყენა სკამიდან და განაცხადა: ქალბატონო, ხელი მინდა გთხოვოთ და ხომ არ გამიბრაზდებითო. მერე ხელზე მეამბორა და ეს სცენა ისე არტისტულად ჩაატარა, ხუმრობა მეგონა და გამეცინა, მაგრამ რომ დავინახე როგორ იდგა პატარა ბიჭივით აწითლებული და თავდახრილი, დავიბენი. ქეთინო სკამიდან წამოვარდა და კარი გაიჯახუნა. ნიკა არ დაბნეულა, გაეკიდა და უკან მოაბრუნა. მერე ხელი გადახვია, მისი სადღეგრძელო დალია და საღამომ მშვიდობიანად ჩაიარა. ყველაფერი ბახუსს დაბრალდა. ქეთინომ სხვათაშორის ჩაულაპარაკა ნიკას, მაგარი ღვინოა, ამდენი არ უნდა დაგელიაო. გავიდა ხანი. მე და ჩემ დაქალს ამ საღამოზე არ გვილაპარაკია, არც ნიკასთან შეხვედრაზე გვითქამს უარი, მაგრამ ” სამეულის” მეგობრობა აშკარად მოლიპულ გზაზე იდგა. ცუდად ვიყავი. ქეთინოს დაკარგვის მეშინოდა. ის კი ნიკას ხსენებაზე ცოფებს ყრიდა და საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდა. დღესავით ნათელი იყო- მე და ჩემ დაქალს ერთი მამაკაცი გვიყვარდა. ამაზე ცუდი რა უნდა დამმართნოდა. ურთიერთობა დაიძაბა. “სამეულის” შეხვედრები შეწყდა, ჩემთან კი ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. ნიკას ჩემი ნახვა სურდა, ქეთინოს გარეშე. მე უარს ვეუბნებოდი. ვცდილობდი გულიდან ამომერეცხა ერთად გატარებული ყოველი წუთი, მაგრამ ვერ ვახერხებდი…
ამასობაში ჩემი დაბადების დღეც მოვიდა. როგორც ყოველთვის, ძელი მეგობრები მესტუმრნენ. უსიამოვნებას რომ არ გადავყროდი, ნიკა არ დავპატიჟე. სტუმრებს შორის იყო ერთი მზეჭაბუკი, რომელსაც სტუდენტობის წლებიდან გულში ჩაუვარდი და არ მეშვებოდა, ეს მეტსახელიც მე დავარქვი და ბოლომდე შერჩა. ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო და დედაჩემის დიდი სიმპათია. ვერაფერს ვერ გავხდი, სიყვარულზე ლაპარაკი ავუკრძალე და სევდა რომ მოაწვებოდა, სათქმელს ქეთინოს აბარებდა ხოლმე. უცნაური ის იყო, რომ მეტისმეტი ყურადღებით და ძვირფასი საჩუქრებით უფრო მიშლიდა ნერვებს და სალი კლდესავით მიუწვდომელი გავხდი მისთვის. დიდი ჯიუტი ვინმე იყო – ცოლს არ ირთავდა და მელოდებოდა, როდის შევიყვარებდი. ალბათ ფიქრობდა, თუ ვერ გათხოვდა, სხვა რა გზა ექნებაო. იმ საღამოს კარგი დრო გავატარეთ, მხოლოდ ქეთინო იჯდა ერთობ მოკრძალებულად, უბიწო პატარძალივით და შევხედავდი თუ არა, სახეზე ნიღაბივით იფარებდა უხერხულ ღიმილს… მეორე დღეს მზეჭაბუკმა დამირეკა და მეუბნება: გოგო, რა ჭირს ქეთინოს, შინაურს და გარეულს ვეღარ არჩევსო? რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. რადა, სუფრასთან შენს გვერდით დავჯდებიო, მითხრა, უარს ხომ არ ვეტყოდი, მერე ორი ჭიქა გადაკრა თუ არა, აიწყვიტა და მთელი საღამო ხელებს მიფათურებდა, ჭკუიდან გადამიყვანაო… შენ ხომ არ გაგიჟებულხარ-მეთქი, დავიყვირე. გაგიჟებული ეგ არი, ჩემო კარგო, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ამძუებული დედაკაცივით იქცევა, დღეში ცხრაჯერ მირეკავს და მემუდარება, შემხვდიო… მიხედე შენს დაქალსო და დამიკიდა ყურმილი… ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ტელეფონი სადღაც მოვისროლე და ტახტზე მივწექი…ქეთინო…ქეთინო ეს ვინ ყოფილა, ამდენი ხნის მეგობარი… სულ იმას ჩამჩიჩინებდა, ლამაზი, ჭკვიანი ბიჭია, გაყევი ცოლადო… უსვინდისო… თვალთმაქცი… რა სულელი ვარ, მაგის გულისთვის არ ვხვდებოდი ნიკას. გავიძაღლე ცხოვრება, ქეთინოს ვერ ვაწყენინებ-მეთქი, ვითომ მეორედ მოვალ ამ ქვეყენაზე… დრო გადის… წლები მემატება, მეც ხო ცოდო ვარ, რატომ უნდა ვუთხრა უარი ნიკას, რომელიც ძალიან მიყვარს… ნიკა… ნიკა… ღმერთო დიდებულო, რა ლამაზი თვალები აქვს… კვლავ ქორწილში ვართ მე და ქეთინო, ჩვენი ჯგუფელის ქორწილში. ეს ბოლო გოგოა, ყველანი დათხოვდნენ ჩვენს გარდა. ბევრი ხალხია, ცეკვავენ, მღერიან, კისკისებენ… შეზარხოშებული კაცები მაგიდებს შორის დაბარბაცებენ. ნაცნობებს ეძებენ. ჩვენ სუფრასთანაც მოვიდნენ. ძმაკაცებს მოაკითხეს. ჩაეხუტნენ ერთმანეთს, მხარზე ხელს უთათუნებენ… ყველას ყველა უყვარს – გაგიჟებით! თამადამ სტუმრებს უხმო, სუფრას დაუბრუნდითო, ცრემლმორეულმა შესვა სამშობლოს სადღეგრძელო და ზედ საკმაოდ გრძელი ლექსიც მიაყოლა. მერე ყანწი ვიღაცას გადააწოდა და … ნიკა დავინახე. კართან იდგა. ხელში იარაღი ეჭირა… დაძახება მინდოდა, წამოვდექი, მაგრამ უცებ მკერდზე რაღაც მეძგერა და უკან გადამაგდო… ქეთინო ყვიროდა-ჩქარა, ჩქარა სასწრაფოს დაუძახეთო… უცებ თვალი გავახილე… იატაკზე ვეგდე, სისხლში მოთხვრილი… სუნთქვა მიჭირდა… გიჟივით წამოვარდი… ბნელ ოთახში ვიწექი… ტახტზე… ჩამძინებია…
ერთ კვირაში მე და ნიკამ ჯვარი დავიწერეთ. არც ეკლესიაში და არც ქორწილში ქეთინო არ ყოფილა…

კომენტარები

ლილი ფოფხაძე 2021-04-07
ნინო ჩხეიძე
Tags ლილი ფოფხაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნანა გეგეჭკორი: საშინლად მრცხვენია იქ ჩარჩენილი უბედური ადამიანების

შემდეგი სტატია

ნათია ფანჯიკიძე: რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად …

მსგავსი სტატიები

HBO ჩერნობილის ტრაგედიაზე სერიალს გადაიღებს

16 აგვ 2017
გარდაიცვალა მსახიობი გოჩა ლომია

გარდაიცვალა მსახიობი გოჩა ლომია

ნინო ჩხეიძე 24 აგვ 2021
43 წლის ასაკში მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

43 წლის ასაკში მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 06 იან 2022

უახლესი ამბები

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge