კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ თავს ძალიან კარგ დედად მიიჩნევს. წულუკიანის თქმით, ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა მისი შვილი დაიბადა.
„როდესაც 42 წლის ასაკში შვილი შემეძინა, თითქოს ვინანე, რატომ არ ავირჩიე ექიმის პროფესია. მომეჩვენა, რომ ამას კარგად შევძლებდი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი როდესაც გაჩნდა მერიკო. მე ვფიქრობ და მგონი, ყველა ქალი, რომელმაც შვილი გვიან ასაკში გააჩინა ფიქრობს, თუ როდემდე შევძლებთ ჩვენ შვილთან ერთად ყოფნას და ვიპოვე ძალიან კარგი გამოსავალი. რადგან ქმარი მყავს 9 წლით უმცროსი, ამიტომ როდესაც მე აღარ ვიქნები მას ეყოლება მამა. ძალიან არ მიყვარს ზამთარი და არ მინდა ზამთარში რომ გარდავიცვალო, არ მესიამოვნება-თქო ვამბობ და ჩემი ახლობლები მპასუხობენ, ან გაიგებ, ან არაო და ამიტომ ამისი ძალიან მეშინია“, – ამბობს თეა წულუკიანი „პოსტ ალიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
თეა წულუკიანი რადიო ინტერვიუში ამბობს, რომ სტრასბურგში ცხოვრებისას სამზარეულოსთან მეგობრობდა, თუმცა ახლა კულინარიისთვის დრო ნაკლებად რჩება.
„როცა სტრასბურგში ვცხოვრობდი, მაშინ უფრო მეცალა და ჩვენ „კარგი მეგობრები ვიყავით“. ახლა დაშორებულები ვართ, მაგრამ, იმედი მაქვს, დროებით. ეს არ არის ის, რაც არ მომწონს. რომ გითხრათ, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია-მეთქი მოვიტყუები, მაგრამ როცა მაქვს დრო და ჩვენ ვმეგობრობთ, საკმაოდ კარგი შედეგიც იდება“ – ამბობს თეა წულუკიანი “რადიო ფორტუნასთან”.
კომენტარები