NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“საქართველოში უნდა აშენდეს არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი და კიდევ მრავალი ჰესი”

“საქართველოში უნდა აშენდეს არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი და კიდევ მრავალი ჰესი”

06 აპრ 2021 საზოგადოება 783 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა ქუთაისელი მოქალაქეების სათქმელი პარლამენტში გააჟღეროს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია “რიონის” ეთერში ისაუბრა.

“ჯერ მხოლოდ 4 თვეა გასული, მაგრამ ამ პერიოდში მაქსიმალურად, რაც შეიძლებოდა გამოვიყენეთ ძალიან მაღალი ტრიბუნა საქართველოსთვის, ეს არის პლენარული, კომიტეტის სხდომები, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ის, რაც ქუთაისის, მისი მოსახლეობის სათქმელია პარლამენტში. იცით, რომ ადრე სამი მაჟორიტარი ჰყავდა ქუთაისს, ახლა ერთი ჰყავს, მაგრამ მე ვთვლი და ჩემი მეგობრებიც, ჩვენი ამომრჩევლებიც თვლიან, რომ დასაწყისისთვის კარგია, გაჩერებას არ ვაპირებთ და ყველა იმ პრობლემას, რომელიც წინასაარჩევნოდ დავსახეთ ამომრჩეველთან ერთად, აუცილებლად გავაჟღერებთ. მთავარი აქცენტი მაინც სოციალურზე იქნება, იმაზე, რაც დღეს მოსახლეობას სჭირდება, პლიუს ამას უმუშევრობა, ვალუტის კურსი და ა.შ. ეს ყველაფერი დაგროვილია მოსახლეობაში. მე მესმის, სწორ გულისტკივილსაც იწვევს ჩვენს მოქალაქეებში, ამიტომ მაქსიმალურ ყურადღებას ვამახვილებთ პარლამენტში, ჩვენს მთავრობასთან და რა თქმა უნდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,”-განაცხადა ლომინაძემ.

“როდესაც ვსხდებით მაგიდასთან და ვიწყებთ მოლაპარაკებას, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დათმობაზე. აქცენტირება პოლიტიკურ პატიმრებზე, მე ვთვლი რომ არ არის სწორი. მით უმეტეს, რომ ადამიანი, რომელიც იძახის არ გადავიხდი და ვერ დამიჭერო, არ არის ხომ ასე? სახელმწიფო იმისია, რომ მისი კანონის უზენაესობა არის მთავარი. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს ვესაუბროთ საქართველოს გადარჩენაზე, ხვალინდელი დღის წარმატებაზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, არ გვჭირდება ჩვენ სხვა ჩამრევი, თუ ჩვენ ერთმანეთს დაველაპარაკებით?”-აცხადებს ლომინაძე.

მაჟორიტარი ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციების შესახებაც და ამბობს, რომ საქართველოში არა ერთი, არამედ მრავალი ჰესი უნდა აშენდეს, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

“პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საქართველოში უნდა აშენდეს არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი და კიდევ მრავალი ჰესი იმისათვის, რომ მთელს მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ენერგეტიკაზე, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის მხოლოდ ორი მდინარე, სადაც შეიძლება ძლიერი ჰესების აშენება, ეს არის ენგური და რიონი. ეს გადაწყვეტილება მოდის ჯერ კიდევ 70-80-იანი წლებიდან, რომ ნამახვანჰესი უნდა აშენებულიყო. იყო 3-კაშხლიანი, ახლა ჩამოვედით 2-კაშხლიანზე. ანუ შეკითხვა ბევრია და მათ პასუხი უნდა გავცეთ, რომ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების მოთხოვნა. კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რომ ეს არის უსაფრთხო, ეს არის სხვა ჰესი, ეს არის აუცილებელი, ამით საქართველო და ჩვენი შვილები მოიგებენ,”-განაცხადა ლომინაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ზაზა ლომინაძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქუთაისის წარმომადგენელი იქნება.

წყარო: topnews.com.ge/news

კომენტარები

ზაზა ლომინაძე ქუთაისი ჰესი 2021-04-06
ნინო ჩხეიძე
Tags ზაზა ლომინაძე ქუთაისი ჰესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს

შემდეგი სტატია

Free Online Photo Editor – Things to Keep in Mind Before You Choose

მსგავსი სტატიები

მედია: რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ

მედია: რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ

14 ივნ 2018

ალეკო ელისაშვილი: …ყოჩაღ მეჭიაურს

25 ოქტ 2017
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს

ნინო ჩხეიძე 05 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge