NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე – მარტოხელა

ლილი ფოფხაძე – მარტოხელა

06 აპრ 2021 კულტურა 178 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მარტოხელა

ეველინამ საათს დახედა. 8 საათი იყო. რა მოწყენილი დილააო, გაიფიქრა, კარგ დროს გამოვედი, ბოროტებს სძინავთ, არ ეჩქარებათ, თავიანთ შავბნელ ჩანაფიქრს მაინც აისრულებენო. უცებ ფეხი რაღაცას წამოკრა და კინაღამ დაეცა, რამსიმძიმეა ეს ოხერიო, ჩაილაპარაკა, და გზა განაგრძო. გორგოლაჭებიან, მოზრდილ ურიკას მიაგორებდა, რომელიც ქვაბებით, ჯამ- ჭურჭელით და ტანსაცმლით იყო სავსე.  ყოველ ცისმარე დღეს გამოდიოდა სახლიდან და დასეირნობდა ქალაქში. ულამაზესი ქალი იყო და თავისი წარმოსადეგი გარეგნობით გამვლელთა ყურადღებას იპყრობდა. კარგა ხნის წინათ, აქაური სახლების დიდი ნაწილი მამამისს ეკუთვნოდაო, ამბობდნენ მეზობლები. დედ- მამა ავარიაში დაეღუპა და შვილებს ანდერძით გადაეცათ მთელი ქონებაო. ხუთნი ევროპაში გადასულან საცხოვრებლად, ხოლო უმცროსი და- ძმა, ეველინა და მაიკლი მშობლიურ ქალაქში დარჩნენ. არ დაოჯახებულან. ყველას უკვირდა, ეს მშვენიერი ქალბატონი გაუთხოვარი როგორ დარჩაო. ეველინას მარტო ცხოვრება გაუჭირდა, სამსართულიანი სასახლე გაყიდა და მოხუცთა სახლში გადავიდა საცხოვრებლად. უმცროსი ძმა მაიკლი მარტოობას არ უჩიოდა, სამორინეში აღამებდა და ათენებდა. ისე გაანიავა მამამისის ნაჩუქარი ქონება, რომ თავზე ჭერიც აღარ შერჩა და სანახევროდ ქუჩაში ცხოვრობდა. ეველინამ ეს არ იცოდა და სულ იმას ჩასჩიჩინებდა, ცოლი შეირთეო. ისე, კი უკვირდა, ხშირად რომ აკითხავდა და სთხოვდა, ამაღამ შენთან დავრჩებიო. რა თქმა უნდა, უარს არ ეუბნებოდა და გულში უხაროდა კიდეც, როგორ ვუყვარვარ, უჩემოდ ვერ სძლებსო.

ეველინა სახლის მობინადრეებთან დიდად არ მეგობრობდა, მაგრამ როცა მათთან იყო, თავს იწონებდა და აქებდა დედ-მამიშვილებს, რომლებიც ოცი წელია თვალით არ უნახავს. ღმერთმა უწყის, საიდან იცოდა, ან იქნებ მოიგონა კიდეც, მათი შვილების გრძელი სია ჰქონდა ჩამოწერილი, 15-დე იყვნენ, და ხმამაღლა უკითხავდა მეზობლებს. თავგაბეზრებული მობინადრეები ამის გამო ხშირად ემალებოდნენ ხოლმე. ეველინა მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩეოდა მათგან, დიდ სევდას ატარებდა გულით… როცა ჰკითხეს, ამხელა ჩანთას წინ და უკან რატომ დაატარებო, პასუხი აირიდა, მაგრამ მაინც ათქმევინეს – თვალცრემლიანმა აღიარა, მე ეშმაკის მოციქულები შემომიჩნდნენ და სიცოცხლეს მიმწარებენო, ძალიან ბოროტები არიან და რაც გამაჩნია, თან დამაქვს, რომ არ მომპარონ, ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავსო. თუმცა ამით არ დამთავრებულა “დაკითხვა”, ახლა სხვა რამით დაინტერესდნენ, გაზეთებში რატომ ახვევ ნათურებს, ოთახში სინათლე არ გჭირდებაო? ბოროტები ჭერში ცხოვრობენ და იქიდან მითვალთვალებენ, სინათლეში გათამამდებიან და გამქურდავენო. ბოლო ხანებში ეველინა საათობით იჯდა ჰოლში. გვერდით სავსე ურიკა ედგა და ხელში გაშლილი ქოლგა ეჭირა. აქ რას აკეთებო, ჰკითხეს, კარი ხომ არ ჩაგეკეტაო, არა, არა, დედას ველოდებიო…საბრალო ქალს მეხსიერება ღალატობდა, სამი დღე ეძებდა საბანკო ბარათს, ვერ იპოვა და ხელი ჩაიქნია, აიკვიატა, ბოროტებმა მომპარესო. რა თქმა უნდა, აღარ ახსოვდა, რომ ბარათი ძმას გაატანა, მეშინია არ დამეკარგოს, შემინახე და როცა დამჭირდება, გამოგართმევო…მაიკლმა კი ვალები დის ფულით გაისტუმრა და ეშინოდა, ბარათი არ მომთხოვოსო. ამის გამო კარგა ხანს არ გამოჩენილა, მაგრამ ბოლოს მაინც ეწვია დას და ბოდიში მოუხადა, საქმეები მქონდა და ვეღარ გინახულეო. ეველინამ დრო იხელთა და კატეგორიულად მოითხოვა, დედასთან წამიყვანეო. მაიკლს ნერვებმა უმტყუნა და დაუღრიალა – თავი დამანებე, ნუ გამაგიჟე, დედა კარგა ხნის მკვდარიაო… და გარეთ გავარდა. ეველინას ასე გაცოფებული ძმა არასოდეს უნახავს. ენა ჩაუვარდა. მერე ტირილი დაიწყო, გაახსენდა, რომ აღარც ფული ჰქონდა, მარტოკა რომ წასულიყო დედის საძებნელად… აწრიალდა. აივანზე გავიდა. კარგა ხანს იჯდა გაშტერებული. თავს იმშვიდებდა – არა, მაიკლი ტყუის, აშკარად ტყუის, დედა ცოცხალიაო… .

გამთენიისას ეზოში იპოვეს, აივნიდან გადმოფრენილი. პირაღმა იწვა. ღიად დარჩენილი ზურმუხტისფერი თვალებით ზეცას შესცქეროდა. ლამაზ სახეზე სიმშვიდე ეფინა…

კომენტარები

ლილი ფოფხაძე 2021-04-06
ნინო ჩხეიძე
Tags ლილი ფოფხაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2021 წლის 3 თვეში “ოცნებამ” 3 მილიონზე მეტი შემოწირულება მიიღო – ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 350 000 ლარამდე

შემდეგი სტატია

How to Pick the Best Online Photo Editor

მსგავსი სტატიები

კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ისევ ირინა შეიკი უყვარს

კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ისევ ირინა შეიკი უყვარს

17 აპრ 2018
თუ თქვენ ახლა ნიუ-იორკში ხართ …

თუ თქვენ ახლა ნიუ-იორკში ხართ …

09 მაი 2018

Björk-ის საქართველოში სტუმრობის დეტალები ცნობილია

20 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge