NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. სად დაკრძალავენ მწერალს, ამ დროისთვის უცნობია

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. სად დაკრძალავენ მწერალს, ამ დროისთვის უცნობია

04 აპრ 2021 კულტურა 173 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. როგორც არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) მედიას განუცხადა, გურამ დოჩანაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

თუ სად დაკრძალავენ მწერალს, ამ დროისთვის უცნობია.

“ყველას ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას. დღეს 3:00 საათიდან 4:00 საათადე მოასვენებენ ბატონ გურამს და სამშაბათს, 6 აპრილს გასვენება იქნება. დეტალურად, თუ სად დაიკრძალება, დღის ბოლოს გაირკვევა. ბატონი გურამი ყველა ადამიანისთვის იყო უახლოესი არა მარტო, როგორც მწერალი, არამედ ძალიან დიდი პიროვნება მისი სიკეთით, ქრისტიანული მორალით, მისი მსოფლმხედველობით. უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ბატონი გურამი უკვდავია და მისი ნაწარმოებები, შემოქმედება საუკუნეებს აუცილებლად გაუძლებს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

ცნობისთვის, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, “თავფარავნელი ჭაბუკი”, “ლოდი ნასაყდრალი” .

კომენტარები

TOP გურამ დოჩანაშვილი 2021-04-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გურამ დოჩანაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს

შემდეგი სტატია

ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარება ქვეყანაში დაახლოებით ბოლო 20 დღეა თანდათან უარესდება

მსგავსი სტატიები

თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი დღეს დაიხურება

თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი დღეს დაიხურება

05 ნოე 2017
კანი – 2018

კანი – 2018

07 მაი 2018
Choose your favourite colour – აჭარის რეკლამა BBC-ზე

Choose your favourite colour – აჭარის რეკლამა BBC-ზე

03 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge