NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მარკეტა გრეგოროვა: თუ 7-ის განცხადება საკმარისი არაა, ნება მიბოძეთ, დავამატო მე-8 ხმა

მარკეტა გრეგოროვა: თუ 7-ის განცხადება საკმარისი არაა, ნება მიბოძეთ, დავამატო მე-8 ხმა

03 აპრ 2021 პოლიტიკა 485 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მზადაა შეუერთდეს იმ ევროპარლამენტარების განცხადებას, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობას შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან დახმარებებთან დაკავშირებით შედეგები მოჰყვეს. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის კომენტარებს.

“განცხადება ძირითადად ეკუთვნოდათ ევროპარლამენტის თავმჯდომარეებს, თუ ეს საკმარისი არ არის, ნება მიბოძეთ, დავამატო ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. შეთანხმების მიუღწევლობას, თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც დანიელსონმა გამოაქვეყნა, ნამდვილად შეიძლება მოჰყვეს შედეგი. ევროკავშირი არის პარტნიორი და არა ინსტრუმენტი”, – დატვიტა მარკეტა გრეგოროვამ.

მან სამოქალაქო მოძრაობა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ტვიტი გადატვიტა, სადაც აღნიშნული იყო, რომ “ქართული ოცნების” ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა “შეცდომაზე” ან “მიკერძოებაზე” საუბრობდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი კი 7 ევროპარლამენტარის პოზიციას გაურკვეველს უწოდებდა.

წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, – წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოსათვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი.

რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინანსო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში.

კომენტარები

TOP ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა 2021-04-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა

შემდეგი სტატია

“Ასე მგონია, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის სულს უთხრა მისმა სულმა: დაიცა, მაინც უნდა წავსულიყავი და შენთან ერთად წავალო….”

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018
პირბადის ტარება 24 საათი წარმოუდგენელია, ამიტომ მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდისაა აუცილებელი მისი ტარება და როდის შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი

პირბადის ტარება 24 საათი წარმოუდგენელია, ამიტომ მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდისაა აუცილებელი მისი ტარება და როდის შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი

ირაკლი შალიკაშვილი 02 ივნ 2020

„საერთოდ არ შეშლია არაფერი ამ ადამიანს“-დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge