NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

02 აპრ 2021 მსოფლიო 941 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების ზრდის ფონზე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე.

„მან ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის ერთგულებას ახალი ძალა შესძინოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად კორუფციის დაძლევისა და რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც უზრუნველყოფს უკრაინის ხალხისთვის სამართლიანობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების ცენტრალურ ხაზს წარმოადგენს. მათ ასევე განიხილეს შეერთებული შტატებისა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა COVID-19-ის პანდემიის აღსაკვეთად და რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერების საუბარი 30-40 წუთს გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა და მას „ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური” ესკალაცია უწოდა. ცოტა ხნის წინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

კომენტარები

ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენი 2021-04-02
ნინო ჩხეიძე
Tags ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ექსპრომტი (ვიდეო)

შემდეგი სტატია

რუსული არხი Дождь-ის მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო: თბილისში ცხრა საათიდან კომენდანტის საათი იწყება. ეს ნიშნავს რომ …

მსგავსი სტატიები

საქართველო GUARDIAN-ის ობიექტივში

13 ოქტ 2017
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვა პუტინს აგრესიის მორიგი ტალღისკენ მხოლოდ წაახალისებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვა პუტინს აგრესიის მორიგი ტალღისკენ მხოლოდ წაახალისებს

ნინო ჩხეიძე 15 დეკ 2022
ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქების დროს მინიმუმ 75 ადამიანი დაშავდა

ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქების დროს მინიმუმ 75 ადამიანი დაშავდა

24 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge