ობიექტი ვინოტელი, სადაც რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი ქეიფობდა 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმდებიან ის პირებიც, რომლებიც ე.წ. კომენდანტის საათის დროს ერთი სასტუმროდან მეორეში გადაადგილდებოდნენ.
“[დაარღვიეს] საქარველოს მთავრობის დადგენილება, შესაბამისად, მოხდა მათი იდენტიფიცირება და ჯარიმდებიან და დაჯარიმდა ნაწილი. ყველა ჯარიმდება-თქო აგიხსენი, განგიმარტე ხო, პროცედურას დრო სჭირდება, ხო, რაღაცის დაჯარიმებას. დრო სჭირდება ადამიანის დაჯარიმებას. 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება ყველა იმ პირს, ვინც დაარღვია მთავრობის დადგენილება. რაც შეეხება ობიექტს, ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით”, — განაცხადა ვაჟა სირაძემმთავარ არხთან.
ვლადიმერ პოზნერმა და მისხმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ და კომენდანტის სათის დროს გავიდნენ ტერიტორიიდან, უცნობია სად.
პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
“მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს. მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასუბროდ, არამედ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად”, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და “რუსეთის მშვენებაა”, მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, “საცოდავად” გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
“პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო”, — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
კომენტარები