NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„კუბი კონტექსტში“ – ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება

„კუბი კონტექსტში“ – ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება

01 აპრ 2021 ბიზნესი 154 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„კუბი კონტექსტში“  მულტიდისციპლინარული სახელოვნებო სივრცეა, რომელიც მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში, თანამედროვე ხელოვნების გალერეას და საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის.

იდეა თანამედროვე მხატვრებს, ვასილ მაჭარაძეს და კოკა ვაშაკიძეს ეკუთვნით. ათწლეულის წინ დაწყებული პროექტი, იდეის ავტორებთან ერთად, კინომცოდნე ანუკა ლომიძის, ფოტოგრაფ ანა გოგუაძის და არქიტექტორ თორნიკე აბულაძის თანამშრომლობით განვითარდა.

2018 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის იდეის პირველი  მხარდამჭერი თბილისის მერია გახდა, რომლის დახმარებითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

თიბისი პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც მეგობრის სტატუსით მხარი დაუჭირა სახელოვნებო სივრცეს, რომლის მიზანიც კულტურული დიალოგის წარმოება,  თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და  არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაა.

პროექტის ძირითადი მიზნებია:

  • მზიურის ტერიტორიაზე არსებული საბაგირო სადგურისთვის ფორმის შენარჩუნება და მისი ახალი ფუნქციური დატვირთვა;
  • თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და განსხვავებულ  ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა;
  • თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა.
  • პარკის ახლებურად დანახვა, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება და მწვანე სივრცეების, როგორც სამუშაო თუ კულტურულ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელების ადგილად ქცევა.

რეკონსტრუქციის შემდეგ, „კუბი კონტექსტში“ იფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო. პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მეორე სართულზე მოეწყობა საერთო სამუშაო სივრცე, კუბის გარშემო ტერიტორია კი, დაეთმობა  შემეცნებით-კულტურულ აქტივობებს.

კომენტარები

2021-04-01
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის პროგნოზი გააუმჯობესა

შემდეგი სტატია

ეკატერინე ქარდავა: ვინც გამოხატვის ფორმას უწუნებს დაჩაგრულ, ნაომარ, გადაღლილ, დამცირებულ ქართველ ხალხს …

მსგავსი სტატიები

თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა

მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა

17 ივლ 2018

ფინანსთა მინისტრი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

10 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ღარიბაშვილი: დღეს გამარჯვებული საქართველოა

    ღარიბაშვილი: დღეს გამარჯვებული საქართველოა

  • კალაძე: ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად”

    კალაძე: ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად”

  • “ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო – ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს”

    “ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო – ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს”

  • ლილი ფოფხაძე – ტრამვაიმ ჩაიქროლა

    ლილი ფოფხაძე – ტრამვაიმ ჩაიქროლა

  • “პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ წუთს მოკ­ვდეს”

    “პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ წუთს მოკ­ვდეს”

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა

  • მიშელი: ძვირფასო მეგობრებო, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი სამუშაოსთვის

    მიშელი: ძვირფასო მეგობრებო, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი სამუშაოსთვის

  • ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია – მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

    ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია – მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

  • ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან

    ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან

  • გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას

    გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge